მეჰმანდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყაროები)
(წყარო)
 
ხაზი 21: ხაზი 21:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
'''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''
+
[[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]]
 
[[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]

მიმდინარე ცვლილება 15:21, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით

მეჰმანდარი - (სპარს. mehmāndār - მესტუმრე). როსტომ მეფის (1632-1658) დროს ასე ეწოდა მესტუმრეთუხუცესს, რომელსაც სამეფო კარზე ევალებოდა საპატიო სტუმრების, უცხოელი ელჩებისა და დიპლომატიური მისიების მიღება-გაცილება. დედოფლის დასტურლამალში, რომელიც XVII ს-ის დასასრულის ძეგლია, ეს თანამდებობა ისევ ძველი სახელით - მესტუმრე - იხსენიება, ხოლო ვახტანგ VI-ის „დასტურლამალში“ მისი გასპარსულებული ფორმა - მეჰმანდარი.

მეჰმანდარი XVII ს-ის 80-იანი წლებიდან ჩნდება საბუთებში, რომელიცმეჰმანდარეთა უფროსი უნდა ყოფილიყო. ვახუშტი ამ ფორმას არ იცნობს, ისევე, როგორც „დასტურლამალი“, მაგრამ ამ უკანასკნელ ძეგლში რამდენიმე მეჰმანდარის ერთდროულად მოხსენიება ამტკიცებს ამ თანამდებობის საჭიროებას.

უწყებრივად მეჰმანდარი ეშიკაღასბაშს ექვემდებარებოდა. მეჰმანდარს სამეფო ხაზინიდან განსაზღვრული ჯამაგირი ეძლეოდა. გარკვეული წილი ერგებოდა უცხოელი სტუმრების მიერ მორთმეული საჩუქრებიდანაც. სამემანდარო გადასახადი იკრიფებოდა მოსახლეობაშიც. ისტორიულ საბუთებსა და „დასტურლამალში“ დამოწმებულ მეჰმანდართა სახელების მიხედვით ჩანს, რომ ისინი სამეფო აზნაურებს და, რიგ შემთხვევებში, ქალაქის ვაჭართა წრეს ეკუთვნოდნენ.

[რედაქტირება] მეჰმანდრები. XVII-XVIII სს.

  • პაპუა - მეჰმანდარი 1665 წ.
  • ქაიხოსრო - მეჰმანდარი XVII ს-ის მეორე ნახ.
  • ბახუტა - მეჰმანდარი 1681 წ.
  • ალავერდა იაგულაშვილი - მეჰმანდარი 1681-1695 წწ.
  • იასე თუმანიშვილი - მეჰმანდარი 1690-1698 წწ.
  • მამუკა - მეჰმანდარი 1732-1736 წწ.
  • როსტომ - მეჰმანდარი 1736 წ.
  • ჰაჯი მაჰმადა - მეჰმანდარი 1740 წ.


[რედაქტირება] წყაროები

  • ვახუშტი 1973: 32;
  • დასტურლამალი 1970: 479.

[რედაქტირება] წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები