მისრატულთუხუცესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყაროები და ლიტერატურა) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში | + | [[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]] |
[[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]] | [[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | [[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | ||
15:22, 16 ივნისი 2023-ის ვერსია
მისრატულთუხუცესი - ამირსპასალარის უწყების დაწესებულების, ზარადხანის მოხელე. უშუალოდ ექვემდებარებოდა ზარადხანისუხუცესს.
ტერმინ მისრატულთუხუცესის მნიშვნელობა მთლად ნათელი არ არის, მაგრამ აშკარაა მისი კავშირი ცხენის აღკაზმვასთან. ი. სურგულაძის აზრით, მისრატულთუხუცესი იგივეა, რაც მეუზანგე ან მეავჟანდე. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, მისრატულთუხუცესს ევალებოდა მეფისათვის შეკაზმული ცხენის მიგვრა, რაშიც ზარდახნისუხუცესის უწყების ყველა მოხელე იღებდა სიმბოლურ მონაწილეობას. უკვე ამხედრებული მეფის ამალაში მისრატულთუხუცესი ზარადხანის მეჯინიბესთან ერთად ზარდახნისუხუცესისა და ამირჩუხჩის უკან უნდა ჩამდგარიყო.
წყაროები და ლიტერატურა
- ხელმწიფის კარის გარიგება 1970: 96;
- სურგულაძე 1970: 182,
- ანთელავა 1983: 65-66.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში