ეპისტოლე
(→წყარო) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | ''' | + | '''კანონიკა''' — საეკლესიო სამართლის ძეგლები: [[მოციქული|მოციქულთა]] და მსოფლიო თუ ადგილობრივ [[საეკლესიო კრებები|კრებათა]] კანონები, ცნობილ სასულიერო პირთა კანონიკური ეპისტოლენი და განმარტებანი, სამოქალაქო სამართლის აქტები [[ეკლესია|ეკლესიის]] საქმეთა გამო. საეკლესიო სამართლის კოდექსებს ბერძნულად ნომოკანონს, ხოლო ქართულად სჯულისკანონს უწოდებდნენ. სავარაუდებელია, რომ ჩვენში IV ს-დან იქმნებოდა ორიგინალური კანონიკური ძეგლები და [[თარგმანი|ითარგმნებოდა]] მნიშვნელოვანი თხზულებანი, ძირითადად ბერძნულიდან. მაგრამ ამ მოღვაწეობის მხოლოდ ნაკვალევია შემორჩენილი. მნიშვნელოვან ადგილობრივ საეკლესიო კრებებს სათანადო კანონმდებლობა უნდა მოჰყოლოდა, გარკვეული სამართლებრივი აქტით ანუ ძეგლისწერით უნდა დაგვირგვინებულიყო. კანონიკურ მწერლობას ჩვენში საფუძველი ჩაუყარა [[ექვთიმე ათონელი|ექვთიმე ათონელმა]], რომელმაც ქართულად შეადგინა კანონიკური კრებული „მცირე სჯულისკანონი“ (ბერძნულიდან თარგმნილი სტატიების საფუძველზე). აღმოსავლეთის [[ქრისტიანობა|ქრისტიანობაში]] სახელმძღვანელო კოდექსად იყო აღიარებული „დიდი სჯულისკანონი“-IX ს-ში ფოტი [[პატრიარქი|პატრიარქის]] მიერ საბოლოოდ რედაქტირებული თოთხმეტტიტლოვანი კრებული. მასში თავმოყრილია საეკლესიო და სამოქალაქო სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლები. ამ კრებულის თარგმნამ შეავსო ის ხარვეზი, რომელიც ქართულ ორიგინალურ თუ თარგმნილ კანონიკურ მწერლობას ჰქონდა. დადგენილია, რომ „დიდი სჯულისკანონის“ მთარგმნელი არის [[არსენ იყალთოელი]], თარგმანი შესრულებულია XI ს-ის მიწურულს ან XII ს-ის პირველ წლებში. |
+ | ==ტექსტები და ლიტერატურა== | ||
+ | * მცირე სჯულისკანონი, 1973; „დიდი სჯულისკანონი“. 1975; | ||
+ | * [[ჯავახიშვილი ივანე|ი. ჯავახიშვილი]], ქართული სამართლის ისტორია, I, 1928. | ||
+ | ==წყარო== | ||
+ | * [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | ||
− | |||
− | |||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია: ქართული სამართლის ისტორია]] |
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია: საეკლესიო კრებები]] |
+ | [[კატეგორია: ქართული სამართლის ძეგლები]] |
10:08, 26 სექტემბერი 2023-ის ვერსია
კანონიკა — საეკლესიო სამართლის ძეგლები: მოციქულთა და მსოფლიო თუ ადგილობრივ კრებათა კანონები, ცნობილ სასულიერო პირთა კანონიკური ეპისტოლენი და განმარტებანი, სამოქალაქო სამართლის აქტები ეკლესიის საქმეთა გამო. საეკლესიო სამართლის კოდექსებს ბერძნულად ნომოკანონს, ხოლო ქართულად სჯულისკანონს უწოდებდნენ. სავარაუდებელია, რომ ჩვენში IV ს-დან იქმნებოდა ორიგინალური კანონიკური ძეგლები და ითარგმნებოდა მნიშვნელოვანი თხზულებანი, ძირითადად ბერძნულიდან. მაგრამ ამ მოღვაწეობის მხოლოდ ნაკვალევია შემორჩენილი. მნიშვნელოვან ადგილობრივ საეკლესიო კრებებს სათანადო კანონმდებლობა უნდა მოჰყოლოდა, გარკვეული სამართლებრივი აქტით ანუ ძეგლისწერით უნდა დაგვირგვინებულიყო. კანონიკურ მწერლობას ჩვენში საფუძველი ჩაუყარა ექვთიმე ათონელმა, რომელმაც ქართულად შეადგინა კანონიკური კრებული „მცირე სჯულისკანონი“ (ბერძნულიდან თარგმნილი სტატიების საფუძველზე). აღმოსავლეთის ქრისტიანობაში სახელმძღვანელო კოდექსად იყო აღიარებული „დიდი სჯულისკანონი“-IX ს-ში ფოტი პატრიარქის მიერ საბოლოოდ რედაქტირებული თოთხმეტტიტლოვანი კრებული. მასში თავმოყრილია საეკლესიო და სამოქალაქო სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლები. ამ კრებულის თარგმნამ შეავსო ის ხარვეზი, რომელიც ქართულ ორიგინალურ თუ თარგმნილ კანონიკურ მწერლობას ჰქონდა. დადგენილია, რომ „დიდი სჯულისკანონის“ მთარგმნელი არის არსენ იყალთოელი, თარგმანი შესრულებულია XI ს-ის მიწურულს ან XII ს-ის პირველ წლებში.
ტექსტები და ლიტერატურა
- მცირე სჯულისკანონი, 1973; „დიდი სჯულისკანონი“. 1975;
- ი. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, I, 1928.