ექსპრესიონიზმი
(ახალი გვერდი: '''ექსპრესიონიზმი''' - (ფრანგ. Expression - გამოსახვა, გამოვლენა), ერთ-ერ...) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
| − | ==წყარო | + | ==წყარო== |
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი") | მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი") | ||
[[კატეგორია:მიმდინარეობა ხელოვნებაში]] | [[კატეგორია:მიმდინარეობა ხელოვნებაში]] | ||
13:32, 18 მაისი 2017-ის ვერსია
ექსპრესიონიზმი - (ფრანგ. Expression - გამოსახვა, გამოვლენა), ერთ-ერთი გავრცელებული მოდერნისტული მიმდინარეობა XX ს-ის აზროვნებაში, განსაკუთრებით ლიტერატურასა და ხელოვნებაში. ფართო გაგებით, ასახავს უკიდურეს დაძაბულობასა და ტრაგიზმს თანამედროვე ადამიანის მსოფლშეგრძნებასა და მთელ მის ეგზისტენციალურ ცნობიერებაში. აღმოცენდა XX ს-ის პირველ მეოთხედში, როგორც ევროპული ინტელიგენციის ტრაგიკული განცდის გამოხატულება I მსოფლიო ომისა (1914–18) და მის მომდევნო წლებში. ექსპრესიონიზმი თანამედროვე სამყაროს აბსურდულობის წინააღმდეგ ინდივიდუალისტური ბუნტის გამოხატულებად იქცა. ექპრესიონისტული ხელოვნების ცენტრშია სულის ავადმყოფური, ირაციონალური მდგომარეობა, რომელიც შიშითა და სასოწარკვეთილებით არის გამოწვეული. ყველაზე მკაფიოდ ექსპრესიონიზმი წარმოდგენილია ავსტრიისა და გერმანიის ხელოვნებასა და ლიტერატურაში (მხატვრები: ო. კოკოშკა, მ. ბეკმანი, ჟ. გროსი, მწერლები: ი. ბეხერი, ლ. ფრანკი და სხვ.)
ექსპრესიონიზმი მუსიკაში
მუსიკაში ექსპრესიონიზმის ნიშნებით არის აღბეჭდილი ზოგიერთი გვიანდელი რომანტიკული ნაწარმოები (გ. მალერის ბოლო სიმფონიები, რ. შტრაუსის ოპერები „სალომე“ და „ელექტრა“). მუსიკალური ექსპრესიონიზმის მთავარი წარმომადგენლები არიან ა. შონბერგი და მისი სკოლა (ა. ბერგი, ა. ვებერნი). ექსპრესიონისტების ოპერები (ფ. შრეკერის „შორეული ზარები“, 1912; შონბერგის „მოლოდინი“ (1909), „ბედნიერი ხელი“, (1913), „მოსე და აარონი“ (1932), ბერგის „ვოცეკი“ 1921 და სხვ.) გამსჭვალულია პესიმისტური განწყობილებით, ზოგჯერ – გროტესკით და მისტიკით. მუსიკის ხელოვნების ობიექტური ნორმების უარყოფამ ექსპრესიონისტები მიიყვანა თემატიზმის, კილოს, მელოდიისა და ჰარმონიის ფაქტობრივ უარყოფამდე. ექსპრესიონიზმის გავლენა განიცადეს მრავალი ქვეყნის სამუსიკო სკოლებმა და ცალკეულმა კომპოზიტორებმა.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")