ვალსი
(ახალი გვერდი: ფაილი:Valsi.jpg '''ვალსი''' - (ფრანგ. Valse, გერმ. walzer), წყვილთა...) |
|||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:ცეკვები]] | [[კატეგორია:ცეკვები]] | ||
| + | [[კატეგორია:სამეჯლისო ცეკვები]] | ||
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | [[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | ||
16:26, 30 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ვალსი - (ფრანგ. Valse, გერმ. walzer), წყვილთა (ქალ-ვაჟთა) სამეჯლისო ცეკვა დაფუძნებულია წინსვლით მოძრაობასთან შერწყმულ ნარნარ ტრიალზე. მუსიკალური ზომა 3/4, იშვიათად 3/8, 6/8. წარმოიშვა სამხრეთ გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, ხალხური ცეკვებიდან.
XIX ს-ში ევროპის თითქმის ყველა ფენაში გავრცელდა. ვალსი ძალზე პოპულარული ცეკვა და მუსიკალური ჟანრი გახდა ი. ლანერის, ი. შტრაუსისა (მამა) და ი. შტრაუსის (შვილი) შემოქმედების წყალობით. ვალსები შექმნეს: კ. ვებერმა, ფ. შოპენმა, ჰ. ბერლიოზმა, ფ. ლისტმა, რ. შუმანმა, ი. ბრამსმა, ე. გრიგმა და სხვა. რუსული სიმფონიური მუსიკისათვის ვალსი გამოიყენეს მ. გლინკამ, პ. ჩაიკოვსკიმ, ა. გლაზუნოვმა, ს. პროკოფიევმა.
ვალსის ჟანრი შეიძლება საფუძვლად დაედოს რომანსს, საოპერო არიას, სიმფონიის ნაწილს. ვალსს ფართოდ იყენებენ ბალეტში, ოპერეტაში, დრამისა და კინოფილმებისათვის დაწერილ მუსიკაში.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")