ინტერლუდია (თეატრში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | [[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
| + | [[კატეგორია:შუასაუკუნეების თეატრი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 12:21, 27 ივნისი 2023 მდგომარეობით
ინტერლუდია — (გვიანლათ. interhudium, ლათ. inter – შორის და ludus — თამაში) – დრამატული ნაწარმოების სახეობა, რომელიც განვითარდა ინგლისში შუა საუკუნეების ბოლოს და აღორძინების ეპოქის დასაწყისში. პირველ ხანად ეს იყო საზეიმო ღონისძიების შუაში განთავსებული პატარა სცენური ქმედება. მე-15 ს. დამლევს ინტერლუდიის ჟანრმა დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი ეპოქის თეატრალურ ხელოვნებაში.
ზოგიერთ ინტერლუდიაში მოქმედებდნენ ალეგორიული პერსონაჟები (ქველნი და ბოროტნი), რაც დამახასიათებელი იყო მორალიტესათვის. დროთა განმავლობაში ინტერლუდია სულ უფრო შორდება რელიგიურ-დიდაქტიკურ თემებს და გადაიზრდება არისტოკრატულ-ფარსულ წარმოდგენაში. ინტერლუდია ერთგვარი ხიდია მორალიტესა და ფარსს შორის. ინტერლუდიის საუკეთესო ავტორად გვევლინება ჯ. ჰეივუდი.