ალგებრული გამოსახულება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია:მათემატიკა]] | [[კატეგორია:მათემატიკა]] | ||
| + | [[კატეგორია:ალგებრა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:32, 29 ივნისი 2023 მდგომარეობით
ალგებრული გამოსახულება – ალგებრულ მოქმედებათა საშუალებით (შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა, ახარისხება, ამოფესვა) ურთიერთდაკავშირებული ასოებისა და რიცხვებისაგან შედგენილი გამოსახულება.
ალგებრული გამოსახულება რაციონალურია მასში შემავალი რაიმე ასოების მიმართ, თუ ეს ასოები ფესვქვეშ არ არიან [მაგ., 2a/b + mn√d / (3m + a) გამოსახულება რაციონალურია a, m და n -ის მიმართ]. ალგებრული გამოსახულებას მასში შემავალი რაიმე ასოების მიმართ ეწოდება მთელი, თუ ის არ შეიცავს გაყოფას ამ ასოებისაგან შედგენილ გამოსახულებაში [მაგ., 2a/b + bc3 – 2ac/3m მთელია a და c -ს მიმართ].