ვილმოში ჟიგმონდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
'''ჟიგმონდ ვილმოში''' – უნგრელი და ამერიკელი კინოოპერატორი (1930 –2016), პრემია „ოსკარისა” და BAFTA-ს მფლობელი. | '''ჟიგმონდ ვილმოში''' – უნგრელი და ამერიკელი კინოოპერატორი (1930 –2016), პრემია „ოსკარისა” და BAFTA-ს მფლობელი. | ||
− | კინოოპერატორის ოსტატობას სწავლობდა ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს აკადემიაში. მიიღო მაგისტრის ხარისხი [[კინემატოგრაფია|კინემატოგრაფიის]] დარგში. ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა ოპერატორად | + | კინოოპერატორის ოსტატობას სწავლობდა ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს აკადემიაში. მიიღო მაგისტრის ხარისხი [[კინემატოგრაფია|კინემატოგრაფიის]] დარგში. ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა ოპერატორად კინოსტუდიაში. |
ვილმოში ბუდაპეშტის 1956 წლის მოვლენების შემდეგ [[ავსტრია]]ში გაიქცა და იქიდან [[ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ)|ამერიკის შეერთებულ შტატებში]] გადავიდა, სადაც შედგა მისი როგორც კინოოპერატორის დებიუტი 1963 წელს ფილმით „სადისტი” (რეჟისორი ჯეიმს ლენდისი). შემდგომ გადაიღო ოთხმოც ფილმზე მეტი. | ვილმოში ბუდაპეშტის 1956 წლის მოვლენების შემდეგ [[ავსტრია]]ში გაიქცა და იქიდან [[ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ)|ამერიკის შეერთებულ შტატებში]] გადავიდა, სადაც შედგა მისი როგორც კინოოპერატორის დებიუტი 1963 წელს ფილმით „სადისტი” (რეჟისორი ჯეიმს ლენდისი). შემდგომ გადაიღო ოთხმოც ფილმზე მეტი. |
მიმდინარე ცვლილება 11:56, 8 აგვისტო 2023 მდგომარეობით
ჟიგმონდ ვილმოში – უნგრელი და ამერიკელი კინოოპერატორი (1930 –2016), პრემია „ოსკარისა” და BAFTA-ს მფლობელი.
კინოოპერატორის ოსტატობას სწავლობდა ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს აკადემიაში. მიიღო მაგისტრის ხარისხი კინემატოგრაფიის დარგში. ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა ოპერატორად კინოსტუდიაში.
ვილმოში ბუდაპეშტის 1956 წლის მოვლენების შემდეგ ავსტრიაში გაიქცა და იქიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც შედგა მისი როგორც კინოოპერატორის დებიუტი 1963 წელს ფილმით „სადისტი” (რეჟისორი ჯეიმს ლენდისი). შემდგომ გადაიღო ოთხმოც ფილმზე მეტი.
ჟიგმონდ ვილმოში იყო კინემატოგრაფისტთა ამერიკული საზოგადოების წევრი. არის მრავალრიცხოვანი ნაციონალური და საერთაშორისო პრემიების ნომინანტი და ლაურეატი.
[რედაქტირება] ფილმოგრაფია და ჯილდოები:
- 1963 – „სადისტი”
- 1971 – „მაქეიბი და მისის მილერი”
- 1973 – „საფრთხობელა”
- 1974 – „შუგარლენდის მატარებელი”
- 1977 – „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები” (პრემია „ოსკარი” ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისთვის)
- 1978 – „ირმებზე მონადირე” (ბრიტანეთის კინოაკადემიის პრემია BAFTA ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისთვის)
- 1980 – „სამოთხის კარიბჭე”
- 1984 – „მდინარე”
- 1987 – „ისთვიქელი ჯადოქრები”
- 1993 – „ნაფოტი”
- 2001 – „ცხოვრება როგორც სახლი”
- 2004 – „ქალიშვილი ჯერსიდან”
- 2004 – „მელინდა და მელინდა”
- 2006 – „შავი ორქიდეა”
- 2007 – „კასანდრას ოცნება”
- 2010 – „შენ შეხვდები საიდუმლო უცნობს”
- 2013 – კანის სკფ, პრიზი Pierre Angénieux Excellens in Cinematography
და სხვ.