დაქტილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
[[კატეგორია:პოეზია]] | [[კატეგორია:პოეზია]] | ||
[[კატეგორია:ლექსთწყობა]] | [[კატეგორია:ლექსთწყობა]] | ||
| + | [[კატეგორია:ლიტერატურული ტერმინები]] | ||
22:39, 2 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
დაქტილი – ანტიკური ლექსთწყობის სამმარცვლიანი ტერფი. პირველი მარცვალი გრძელია, ორი დანარჩენი – მოკლე. ქართულ (სილაბურ-ტონურ) ლექსთწყობაში დაქტილს უწოდებენ სამმარცვლიან ტერფს, რომელიც აერთიანებს ერთმახვილიან და ორ უმახვილო მარცვალს. სქემა ასე გამოისახება — ‿ ‿. ქართულ ხალხურ ლექსში გვხვდება სხვადასხვანაირი ტერფები მაგრამ ძირითადია ქორე ან დაქტილი. დაქტილები განსაკუთრებით ჭარბად მოიპოვება ათმარცვლიან და 8-16-მარცვლიანი დაბალი შაირის ლექსებში:
- შავლეგ ჩამოხდა შავა გრილოსა,
- ომი მოგვიხდა, ომი, რა ომი.
- ავთანდილ გადინადირა ქედი მაღალი ტყიანი,
- ვერც ხარი მოჰკლა, ვერც ფური, ვერცა ირემი რქიანი.
ჯ. ბარდაეელიძე
ლიტერატურა
- ს. გორგაძე, ქართული ლექსი, 1930;
- ა. გაწერელია, ქართული კლასიკური ლექსი, 1952.
- პ. ბერაძე, ძეელი ბერძნული და ქართული ლექსწყობის საკითხები, 1969.