ილიაობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
* ქს. სიხარულიძე, ქართველი მწერლები ღა ხალხური შემოქმედება, 1956; | * ქს. სიხარულიძე, ქართველი მწერლები ღა ხალხური შემოქმედება, 1956; | ||
* მიხ. ჯავახიშვილი, თხზულებანი, ტ. VI, 1964; | * მიხ. ჯავახიშვილი, თხზულებანი, ტ. VI, 1964; | ||
| − | * პ. უმიკაშვილი, ხალხური სიტყვიერება, I, 1964, გვ. 360. | + | * [[უმიკაშვილი პეტრე|პ. უმიკაშვილი]], ხალხური სიტყვიერება, I, 1964, გვ. 360. |
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 01:14, 13 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
„ილიაობა“ – ცნობილი ქართველი მწერლის ი. ჭავჭავაძის პატივსაცემად საგურამოში 20 ივლისობით გამართული ტრადიციული დღეობა.
„ილიაობა“ მრავალფეროვანი ხალხური შემოქმედების ერთგვარი დემონსტრაცია იყო. სრულდებოდა „მრავალჟამიერი“, „მგზავრული“, „სუფრული“, „მუმლი მუხასა“... იმართებოდა „შაირობა, თამაში, ფერხული, ჭიდაობა აქვე ხდებოდა სახალხო მთქმელთა რეპერტუარის ფიქსაცია. ქართული პერიოდიკის ფურცლებზე ხშირად იბეჭდებოდა „ილიაობაზე“ მოპოვებული ხალხური ნაწარმოებები. ამ მხრივ საინტერესოა წინამძღვრიანთკარელი მოლექსის თედო გულბათაშვილის მიერ „ილიაობაზე“ შესრულებული „სახნისმა თქვას” ლექსის ბედი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა მიერ დღეობაზე მოსმენილი ეს ლექსი 1888 წლის № 169 „ივერიაში“ დაიბეჭდა.
ფ. ზანდუკელი
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ი. მანსვეტაშვილი, მოგონებები, 1936 წ.,
- თ. ოქროშიძე, მოლექსე გუთნის დედა, „ლიტ. და ხელოენება“, 1949 წ., № 40;
- „ლიტერატურული მატიანე“, წიგნი 1-2;
- ქს. სიხარულიძე, ქართველი მწერლები ღა ხალხური შემოქმედება, 1956;
- მიხ. ჯავახიშვილი, თხზულებანი, ტ. VI, 1964;
- პ. უმიკაშვილი, ხალხური სიტყვიერება, I, 1964, გვ. 360.