კრონი კარლ ლეოპოლდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კრონი კარლ ლეოპოლდ“ გადაიტანა გვერდზე „კარლ ლეოპოლდ კრონი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კარლ ლეოპოლდ კრონი“ გადაიტანა გვერდზე „კრონი კარლ ლეოპოლდ“ გა...)
 

მიმდინარე ცვლილება 00:34, 29 აგვისტო 2023 მდგომარეობით

კარლ ლეოპოლდ კრონი – (1863-1933), ფინელი მეცნიერი, ფინური ფოლკლორისტული სკოლის მეთაური, ისტორიულ-გეოგრაფიული მეთოდის წარმომადგენელი. იკვლევდა ზღაპრებსა და კალევალას რუნებს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ეპოსს. მისმა მრავალტომიანმა გამოკვლევამ „კალევალა“-ს შესახებ, ეტაპი შექმნა ეპოსისმცოდნეობაში. მას ეკუთვნის ნაშრომი „ფოლკლორისტული მუშაობის მეთოდი“ (1926). კარლ ლეოპოლდ კრონმა ვრცელი გამოკვლევა მიუძღვნა ამირანის პრობლემას. მისი „დატყვევებული ურჩხული“ (1907) ქართული ეპოსის შესწავლის ერთი უშესანიშნავესი მაგალითია შედარებითს ფოლკლორისტიკაში. კარლ ლეოპოლდ კრონის აზრით პრომეთეს მითის, საერთოდ ევროპული დატყვევებული ბუმბერაზების სიუჟეტთა, სათავე აღმოსავლეთშია საძებარი.

მ. ჩიქოვანი



[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი. ფინელი მეცნიერი კ, კრონი ამირანის მესახებ, ქართული ეპოსი, 11, 1965.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები