წარმოებული კერძო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „წარმოებული კერძო“ გადაიტანა გვერდზე „კერძო წარმოებული“)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „კერძო წარმოებული“ გადაიტანა გვერდზე „წარმოებული კერძო“ გადამი...)

16:05, 5 სექტემბერი 2023-ის ვერსია

წარმოებული კერძო – დიფერენციალური აღრიცხვის ცნება, რომელიც ახასიათებს მრავალი ცვლადის ფუნქციის ცვლილების სიჩქარეს მხოლოდ ერთი არგუმენტის ცვლილებისას. n ცვლადის y = f(x1,x2...,xn) ფუნქციის წარმოებული xi ცვლადით M წერტილში, რომელიც ასე აღინიშნება Warmoebuli005.png (ან fxi) და განისაზღვრება როგორც სასრული ზღვარი lim(∆iy/∆xi) როცა ∆xi→0, სადაც ∆i y არის y ფუნქციის კერძო ნაზრდი xi ცვლადით M წერტილში, ხოლო ∆xi არის xi ცვლადის ნაზრდი ამ წერტილში.

მრავალი ცვლადის ფუნქციას შეიძლება გააჩნდეს ერთი ან რამდენიმე არგუმენტის, როგორც პირველი რიგის კერძო წარმოებული, ასევე მე-2, მე-3 და ა. შ. მაღალი რიგის კერძო წარმოებულები სხვადასხვა არგუმენტებით აღებულ კერძო წარმოებულებს ეწოდება შერეული კერძო წარმოებულები.

მაგალითად, თუ მოცემულია ორი ცვლადის ფუნქცია z=f(x, y) ფუნქცია, მისი მაღალი რიგის კერძო წარმოებულები ასე ჩაიწერება:


Warmoebuli017.png ან Warmoebuli019.png და ა. შ.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები