უწყვეტობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''უწყვეტობა''' – ფუნქციის ლოკალური თვისება, რომელიც გვიჩვენე...)
 
ხაზი 10: ხაზი 10:
  
  
აბსოლუტურად უწყვეტი ფუნქციების გამოყენება პირველად დაიწყო ასკოლიმ (1900), რომელმაც შემოიღო ეს სახელწოდება. მანვე შემოიღო ცნება „თანაბარხარისხიანი უწყვეტობა“ (1883-1884); თითქმის იმავდროულად თანაბარხარისხოვანი უწყვეტობის ცნებით სარგებლობდა არცელა (1882-1883). თანაბარი უწყვეტობის ცნება შემოიღო ჰაინემ (1870).
+
აბსოლუტურად [[უწყვეტი ფუნქცია|უწყვეტი ფუნქციების]] გამოყენება პირველად დაიწყო ასკოლიმ (1900), რომელმაც შემოიღო ეს სახელწოდება. მანვე შემოიღო ცნება „თანაბარხარისხიანი უწყვეტობა“ (1883-1884); თითქმის იმავდროულად თანაბარხარისხოვანი უწყვეტობის ცნებით სარგებლობდა არცელა (1882-1883). თანაბარი უწყვეტობის ცნება შემოიღო ჰაინემ (1870).
  
  

16:48, 6 სექტემბერი 2023-ის ვერსია

უწყვეტობა – ფუნქციის ლოკალური თვისება, რომელიც გვიჩვენებს, რომ არსებობს ფუნქციის ზღვარი მოცემულ წერტილში და იგი ტოლია ფუნქციის მნიშვნელობისა ამ წერტილში.

უწყვეტობის ცნება მომდინარეობს ძველი საბერძნეთის მათემატიკოსებიდან. ტერმინები „უწყვეტობა“, „უწყვეტი“, „წყვეტადი“, მათი ამჟამინდელი მნიშვნელობით შემოიღო კოშიმ. ეს სიტყვები ადრეც გამოიყენებოდა, მაგრამ მათში სხვა აზრი იყო ჩადებული. ეილერი, ლაგრანჟი, ფურიე, პუასონი (დასაწყისში თვით კოშიც) ფუნქციას უწოდებდნენ უწყვეტს, თუ განსაზღვრის მთელ არეში იგი მოცემული იყო ერთი ანალიზური გამოსახულებით.

თანამედროვე განსაზღვრით ფუნქციის უწყვეტობა წერტილში ჩამოაყალიბეს ბოლცანომ (1817) და კოშიმ (1821). ეს სიახლე მაშინვე არ იქნა გაგებული და მიღებული. 1839 წ-ს ბუნიაკოვსკიმ, როდესაც განსაზღვრავდა უწყვეტობას კოშის მიხედვით, იგი „შეავსო“ პირობით, რომ ფუნქცია წარმოდგენილი ყოფილიყო ერთი და იმავე ანალიზური გამოსახულებით. 1847 წ-ს სტოქსმა აღნიშნა ორივე განსაზღვრება, როგორც ეკვივალენტური.

წყვეტის კლასიფიკაცია – პირველი გვარის და მეორე გვარის – მოახდინა დინიმ წიგნში „ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის საფუძვლები“ (1878). პაშმა და დიუბუა რაიმონმა ფუნქციის ნახტომი a წერტილში უწოდეს სიდიდეს:

Uwyvetoba003.png [f (a+h) – f (a-h)].


აბსოლუტურად უწყვეტი ფუნქციების გამოყენება პირველად დაიწყო ასკოლიმ (1900), რომელმაც შემოიღო ეს სახელწოდება. მანვე შემოიღო ცნება „თანაბარხარისხიანი უწყვეტობა“ (1883-1884); თითქმის იმავდროულად თანაბარხარისხოვანი უწყვეტობის ცნებით სარგებლობდა არცელა (1882-1883). თანაბარი უწყვეტობის ცნება შემოიღო ჰაინემ (1870).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები