ლომისის ჯვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ლომისის ჯვარი''' – ხატი მთიულეთში, არაგვსა და ქსა...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]] | [[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]] | ||
[[კატეგორია:სალოცავები]] | [[კატეგორია:სალოცავები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართული მითები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 22:16, 15 სექტემბერი 2023 მდგომარეობით
ლომისის ჯვარი – ხატი მთიულეთში, არაგვსა და ქსანს შორის მდებარე მთის მწვერვალზე. მთიულების გარდა მას ლოცულობდნენ ქსნელნი, მოხევენი, ფშავ-ხევსურნი და სხვა ქრისტიანი მთიელები. წარსულში წარმართული სალოცავი ყოფილა. ბოლოს მას ლომისის წმინდა გიორგის სახელზე ლოცულობდნენ. ლომისის ჯვრის ნიში დაბლა „ბარში“ ჩამოუტანიათ და კალენდარულ რელიგიურ დღეობებს იქ იხდიდნენ, ლომისის მთაზე კი მხოლოდ „ლომისობას“ ატარებდნენ ივლისში. ლომისის ჯვართან ბევრი ლეგენდა, მითიური გადმოცემა და სიმღერაა დაკავშირებული.
დ. გოგოქური
[რედაქტირება] ლიტერატურა
ს. მაკალათია, მთიულეთი, 1930; ე. ვირსალაძე ქართველ-მთიულთა ზეპირსიტყვიერება, გვ. 305, 1958.