მგელთუქმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მგელთუქმე''' – მესაქონლეთა ტრადიციული ჩვეულება. გავრცელებულია უმთავრესად აღმოსავლეთ [[საქართველო]]ს მთიანეთში. უქმობდნენ დიდმარხვის პირველ შაბათს. ძველი რწმენით, უქმეს გამტეხის საქონელს [[მგელი]] დააზიახებდა. ამ დღეს სხვადასხვა [[რიტუალი|რიტუალს]]  ასრულებდნენ: დიასახლისი ფილთაქვას და სავარცხელს სახლის ბოძს მიაკრავდა, მგელი დაიხუთებაო. იმავე ბოძს მუგუზალს მიახლიდა, მგელს პირი დაეთუთქებაო. აცხობდნენ მგლის სახის მქონე კვერებს. ბავშვები მგლის კვერებს სანიშნოდ დადებდნენ და ისარს ესროდნენ. ვინც მოარტყამდა, კვერსაც ის შეჭამდა.  
+
'''მგელთუქმე''' – მესაქონლეთა ტრადიციული ჩვეულება. გავრცელებულია უმთავრესად აღმოსავლეთ [[საქართველო]]ს მთიანეთში. უქმობდნენ დიდმარხვის პირველ შაბათს. ძველი რწმენით, უქმეს გამტეხის საქონელს [[მგელი]] დააზიანებდა. ამ დღეს სხვადასხვა [[რიტუალი|რიტუალს]]  ასრულებდნენ: დიასახლისი ფილთაქვას და სავარცხელს სახლის ბოძს მიაკრავდა, მგელი დაიხუთებაო. იმავე ბოძს მუგუზალს მიახლიდა, მგელს პირი დაეთუთქებაო. აცხობდნენ მგლის სახის მქონე კვერებს. ბავშვები მგლის კვერებს სანიშნოდ დადებდნენ და ისარს ესროდნენ. ვინც მოარტყამდა, კვერსაც ის შეჭამდა.  
  
 
''ნ. შამანაძე''
 
''ნ. შამანაძე''

მიმდინარე ცვლილება 15:03, 4 ივნისი 2025 მდგომარეობით

მგელთუქმე – მესაქონლეთა ტრადიციული ჩვეულება. გავრცელებულია უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. უქმობდნენ დიდმარხვის პირველ შაბათს. ძველი რწმენით, უქმეს გამტეხის საქონელს მგელი დააზიანებდა. ამ დღეს სხვადასხვა რიტუალს ასრულებდნენ: დიასახლისი ფილთაქვას და სავარცხელს სახლის ბოძს მიაკრავდა, მგელი დაიხუთებაო. იმავე ბოძს მუგუზალს მიახლიდა, მგელს პირი დაეთუთქებაო. აცხობდნენ მგლის სახის მქონე კვერებს. ბავშვები მგლის კვერებს სანიშნოდ დადებდნენ და ისარს ესროდნენ. ვინც მოარტყამდა, კვერსაც ის შეჭამდა.

ნ. შამანაძე


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ს. მაკალათია, ფშავი, 1934, გვ. 165.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები