აპოლონიოს როდოსელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აპოლონიოს როდოსელი“ გადაიტანა გვერდზე „როდოსელი აპოლონიოს“) |
00:03, 25 სექტემბერი 2023-ის ვერსია
აპოლონიოს როდოსელი – ძვ. წ. აღრიცხვის III საუკ. ბერძენი პოეტი (დაიბ. დაახლ. 273 წ.). აპოლონიოს როდოსელმა სახელი გაითქვა პოემით „არგონავტიკა“ – არგონვატების ლაშქრობა კოლხეთში. ჩვენთვის მთავარია ის ამბები, რომლებიც კოლხიდას, კერძოდ, კოლხეთის მეფეს აიეტს, მის ქალიშვილ მედეას, კავკასიონის ქედზე მიჯაჭვუ- ლი გმირის თავგადასავალსა და იასონისგან ოქროს საწმისის მოტაცებას შეეხება. აპოლონიოს როდოსელის ცნობით არგონავტებმა ნახეს პონტოს ზღვის უკიდურესი ყურე, ფაზსის – რაიონის შესართავი და კავკასიონის მწვერვალები, სადაც მიჯაჭვული პრომეთე თავისი გულ-ღვიძლით კვებავდა საზარელ არწივს.
მ. ჩიქოვანი
ლიტერატურა
აპ. როდოსელი, არგონავტიკა, აკ. ურუშაძის თარგმანი, 1970.