მეხურნი
(ახალი გვერდი: '''მეხურნი''' — ჰიმნოგრაფიული ტერმინი პირველად იხსენიება [[მიქ...) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:ქართული პოეზია]] | [[კატეგორია:ქართული პოეზია]] | ||
[[კატეგორია:ჰინოგრაფიული ტერმინები]] | [[კატეგორია:ჰინოგრაფიული ტერმინები]] | ||
| + | [[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | ||
14:51, 28 სექტემბერი 2023-ის ვერსია
მეხურნი — ჰიმნოგრაფიული ტერმინი პირველად იხსენიება მიქელ მოდრეკილის იადგარში, რომლის ანდერძი გვაუწყებს: „შევკრიბენ ძლისპირნი. ეს ყოვლით კერძოვე, რომელნი ვპოვენ ენითა ქართულითაჲთა მეხურნი ბერძნულნი და ქართულნი და სრულნი ყოვლითა განებითა დაეწერნეს წმიდას ამას შინა წიგნსა“. მ. ჯანაშვილი და ნ. მარი „მეხურნს“ ეთნიკურ ტერმინად მიიჩნევდნენ, პ. კარბელაშვილი და კ. კეკელიძე — მუსიკალურ ტერმინად. შემდგომი კვლევა-ძიებით დადგინდა, რომ მეხური ძლისპირები და გალობანი ნიშნავს ნევმირებულ (სანოტო ნიშნებით გაწყობილ) ძლისპირებს და გალობებს. მათი შემქმნელები იყვნენ მეხელები — მუსიკისმცოდნენი და გალობის მოძღვარნი. მათმა მოღვაწეობამ შეაჯამა VIII-X სს შესანიშნავ ჰიმნოგრაფთა საქმიანობა.
ლიტერატურა
ე. მეტრეველი, „მეხელისა“ და „მეხურის“ გაგებისათვის, წიგში: შოთა რუსთაველი ისტორულ-ფილოლოგიური ძიებანი, 1966.