სამკუთხედი ჩახაზული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სამკუთხედი ჩახაზული''' – სამკუთხედი, რომლის სამივე წვერო მდ...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „სამკუთხედი ჩახაზული“ გადაიტანა გვერდზე „[[წრეწირში ჩახაზული სამკ...)

16:36, 27 სექტემბერი 2023-ის ვერსია

სამკუთხედი ჩახაზული – სამკუთხედი, რომლის სამივე წვერო მდებარეობს მოცემულ წრეწირზე. სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის ცენტრი მდებარეობს სამკუთხედის გვერდების შუა წერტილებზე აღმართული პერპენდიკულარების გადაკვეთის წერტილში. წრეწირის ნებისმიერი M წერტილიდან ამ წრეში ჩახაზული სამკუთხედის გვერდებზე დაშვებული პერპენდიკულარების ფუძეები მდებარეობენ ერთ წრფეზე. ამ წრფეს ეწოდება სიმსონის წრფე M წერტილში აღებული სამკუთხედის მიმართ.

სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის ცენტრი, ამ სამკუთხედის გვერდებზე წვეროებიდან დაშვებული სიმაღლეების გადაკვეთის წერტილი და მედიანების გადაკვეთის წერტილი ერთ წრფეზე მდებარეობს.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები