ბასილი III ვაჩეს ძე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბასილი III ვაჩეს ძე“ გადაიტანა გვერდზე „ბასილი ვაჩეს ძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბასილი ვაჩეს ძე“ გადაიტანა გვერდზე „ბასილი III ვაჩეს ძე“ გადამის...) |
მიმდინარე ცვლილება 23:34, 27 სექტემბერი 2023 მდგომარეობით
ბასილი III – (ვაჩეს ძე) (XI საუკუნე), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით XI საუკუნის 90-იან წწ. მეფე დავით IV აღმაშენებლის თანამედროვე, ძე „დიდისა პატრიკისა ვაჩესი“.
სწავლა-განათლება მიიღო ბიზანტიაში. კარგად იცნობდა ბერძენთა ცხოვრებას და მათ ეროვნულ-კულტურულ და საეკლესიო-ლიტერატურულ მისწრაფებებს. ვარაუდობენ, რომ იყო ეფრემ მცირის ძმა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დამკვიდრდა შიომღვიმის მონასტერში.
მის კალამს ეკუთვნის თხზულება „თხრობაჲ სასწაულთათჳს წმიდისა და ღმერთ-შემოსილის მამისა შიოლსი“ და „დასდებელი შიოჲსი“, „თხრობაჲ სასწაულთათჳს“, რომელიც შედგებოდა 18 თავისაგან. თითოეულში მოთხრობილი იყო წმ. შიოს ერთი რომელიმე სასწაული. შემოგვრჩა 1, 7, 8, 9, 11 და 12 თავები. ამ თხზულებაში არის ცნობები მრავალი ისეთი ისტორიული ფაქტისა თუ პირის შესახებ, რომელთაც სხვა წყაროებში ვერ ვხვდებით.
ზ. აბაშიძე
[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა
- საქართველოს სამოთხე, გ. საბინინის გამოც., პეტერბ., 1892.
- აბაშიძე ზ., ბასილ III, წგ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ., 2000;
- კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980.
| |