მეხურნი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:ქართული პოეზია]] | [[კატეგორია:ქართული პოეზია]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ჰიმნოგრაფიული ტერმინები]] |
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | [[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 20:09, 9 იანვარი 2024 მდგომარეობით
მეხურნი — ჰიმნოგრაფიული ტერმინი პირველად იხსენიება მიქელ მოდრეკილის იადგარში, რომლის ანდერძი გვაუწყებს: „შევკრიბენ ძლისპირნი. ეს ყოვლით კერძოვე, რომელნი ვპოვენ ენითა ქართულითაჲთა მეხურნი ბერძნულნი და ქართულნი და სრულნი ყოვლითა განებითა დაეწერნეს წმიდას ამას შინა წიგნსა“. მ. ჯანაშვილი და ნ. მარი „მეხურნს“ ეთნიკურ ტერმინად მიიჩნევდნენ, პ. კარბელაშვილი და კ. კეკელიძე — მუსიკალურ ტერმინად. შემდგომი კვლევა-ძიებით დადგინდა, რომ მეხური ძლისპირები და გალობანი ნიშნავს ნევმირებულ (სანოტო ნიშნებით გაწყობილ) ძლისპირებს და გალობებს. მათი შემქმნელები იყვნენ მეხელები — მუსიკისმცოდნენი და გალობის მოძღვარნი. მათმა მოღვაწეობამ შეაჯამა VIII-X სს შესანიშნავ ჰიმნოგრაფთა საქმიანობა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
ე. მეტრეველი, „მეხელისა“ და „მეხურის“ გაგებისათვის, წიგში: შოთა რუსთაველი ისტორულ-ფილოლოგიური ძიებანი, 1966.