კიმენი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''კიმენი''' — [[ბიბლია|ბიბლიურ]]-კანონიკური ტექსტი განმარტება-კომენტარების გარეშე. ჩვეულებრივ მას ბიბლიური ტექსტის ხელნაწერის გვერდის | + | '''კიმენი''' — [[ბიბლია|ბიბლიურ]]-კანონიკური ტექსტი განმარტება-კომენტარების გარეშე. ჩვეულებრივ მას ბიბლიური ტექსტის ხელნაწერის გვერდის შუა ნაწილი ეჭირა. [[ბიზანტია|ბიზანტიელი]] იურისტ-კომენტატორები კიმენს ტექსტს უწოდებდნენ და ამით მას საკუთარ კომენტართაგან მიჯნავდნენ, ტერმინს აქვს მეორე მნიშვნელობაც. ამ მნიშვნელობას ცხადყოფს [[ეფრემ მცირე]], რომელიც გვაუწყებს: როცა სვიმეონ ლოგოთეტმა [[წმინდანები|წმიდათა]] ცხოვრების გადაკეთება დაიწყო, „წინა დაიდვა ძველი იგი (წიგნი) მოწამეთაჲ, რომელს კიმენი ეწოდების, ესე იგი არს — მდებარე", კიმენის განმარტებას შეიცავს ეფრემ მცირეს შენიშვნა, გაკეთებული ერთ-ერთი ჰაგიოგრაფიული ტექსტის ბოლოს: „კიმენი ეწოდების პირველად ლიტონად აღწერილსა წიგნსა მოწამეთასა“. ამრიგად, კიმენი გამოხატავდა ჰაგიოგრაფიული მწერლობის გარკვეულ ეტაპს, რომელსაც შემდგომ მოჰყვა მეტაფრასული რედაქცია. ფიქრობენ, კიმენური რედაქციის ჰაგიოგრაფიული მასალის [[თარგმანი|თარგმნა]] ჩვენში დამთავრდა X საუკუნის გასულს [[ექვთიმე ათონელი|ექვთიმე ათონელისა]] და მისთა თანამედროვეთა მიერ. ცნობილია, რომ ექვთიმე ათონელმა თარგმნა კიმენის რედაქციის 19 ნაწარმოები. |
მიმდინარე ცვლილება 21:51, 1 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
კიმენი — ბიბლიურ-კანონიკური ტექსტი განმარტება-კომენტარების გარეშე. ჩვეულებრივ მას ბიბლიური ტექსტის ხელნაწერის გვერდის შუა ნაწილი ეჭირა. ბიზანტიელი იურისტ-კომენტატორები კიმენს ტექსტს უწოდებდნენ და ამით მას საკუთარ კომენტართაგან მიჯნავდნენ, ტერმინს აქვს მეორე მნიშვნელობაც. ამ მნიშვნელობას ცხადყოფს ეფრემ მცირე, რომელიც გვაუწყებს: როცა სვიმეონ ლოგოთეტმა წმიდათა ცხოვრების გადაკეთება დაიწყო, „წინა დაიდვა ძველი იგი (წიგნი) მოწამეთაჲ, რომელს კიმენი ეწოდების, ესე იგი არს — მდებარე", კიმენის განმარტებას შეიცავს ეფრემ მცირეს შენიშვნა, გაკეთებული ერთ-ერთი ჰაგიოგრაფიული ტექსტის ბოლოს: „კიმენი ეწოდების პირველად ლიტონად აღწერილსა წიგნსა მოწამეთასა“. ამრიგად, კიმენი გამოხატავდა ჰაგიოგრაფიული მწერლობის გარკვეულ ეტაპს, რომელსაც შემდგომ მოჰყვა მეტაფრასული რედაქცია. ფიქრობენ, კიმენური რედაქციის ჰაგიოგრაფიული მასალის თარგმნა ჩვენში დამთავრდა X საუკუნის გასულს ექვთიმე ათონელისა და მისთა თანამედროვეთა მიერ. ცნობილია, რომ ექვთიმე ათონელმა თარგმნა კიმენის რედაქციის 19 ნაწარმოები.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- კ.კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1960;
- K. Kekelidze, Monumenta Hagiographia Jeorgica t. 1