შელოცვა
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''შელოცვა''' - [[ფოლკლორი]]ს ერთ-ერთი არქაული ჟანრი. მაგიური დანიშნულების სიტყვიერი ფორმულა. შელოცვა ფართოდ იყო ცნობილი ყველა ხალხში, მათ შორის [[ქართველები|ქართველებშიც]]. შელოცვა ძირითადად ორი სახისაა: სამეურნეო და სამკურნალო. ორივე შემთხვევაში თავს იჩენდა რწმენა სიტყვიერი ფორმულის გავლენისა როგორც ავსულებსა და ბოროტ ძალებზე, ისე დაავადებათა გამომწვევ მიზეზებზე. შელოცვას თან ახლდა მოქმედება, რაც თითქოს აძლიერებდა შელოცვის ზემოქმედების ძალას. შელოცვის შემსრულებელნი უმეტესად ხანში შესული და მოხუცი ქალები იყვნენ. შელოცვას ჩურჩულით | + | '''შელოცვა''' - [[ფოლკლორი]]ს ერთ-ერთი არქაული ჟანრი. მაგიური დანიშნულების სიტყვიერი ფორმულა. შელოცვა ფართოდ იყო ცნობილი ყველა ხალხში, მათ შორის [[ქართველები|ქართველებშიც]]. შელოცვა ძირითადად ორი სახისაა: სამეურნეო და სამკურნალო. ორივე შემთხვევაში თავს იჩენდა რწმენა სიტყვიერი ფორმულის გავლენისა როგორც ავსულებსა და ბოროტ ძალებზე, ისე დაავადებათა გამომწვევ მიზეზებზე. შელოცვას თან ახლდა მოქმედება, რაც თითქოს აძლიერებდა შელოცვის ზემოქმედების ძალას. შელოცვის შემსრულებელნი უმეტესად ხანში შესული და მოხუცი ქალები იყვნენ. შელოცვას ჩურჩულით წარმოთქვამდნენ და ტექსტს არავის გაანდობდნენ. სამეურნეო ხასიათის შელოცვა დაკავშირებული იყო: ჭირნახულის მოყვანასთან, ამინდთან, ნადირობასთან და სხვა შრომით საქმიანობასთან. შელოცვის სიტყვიერი ფორმულა შედარებით მყარია ხშირად რიტმული ტექსტის სახე აქვს. უძველესი ჩანაწერები გვხვდება ისეთ ძეგლებში როგორიცაა „[[კარაბადინი]]“, „ავგაროზი“, „კურთხევანი“ და სხვ. შელოცვის მნიშვნელობით იხმარებოდა: ძველი ქართული ტერმინი „სახვრა“. თანამედროვე ფოლკლორში შელოცვამ მთლიანად დაკარგა თავისი მნიშვნელობა და მისი ნიმუშების მიკვლევა მხოლოდ გამოკითხვით ხერხდება. |
| − | არავის გაანდობდნენ. სამეურნეო ხასიათის შელოცვა დაკავშირებული იყო: ჭირნახულის მოყვანასთან, ამინდთან, ნადირობასთან და სხვა შრომით საქმიანობასთან. შელოცვის სიტყვიერი ფორმულა შედარებით მყარია ხშირად რიტმული ტექსტის სახე აქვს. უძველესი ჩანაწერები გვხვდება ისეთ ძეგლებში როგორიცაა „[[კარაბადინი]]“, „ავგაროზი“, „კურთხევანი“ და სხვ. შელოცვის მნიშვნელობით იხმარებოდა: ძველი ქართული ტერმინი „სახვრა“. | + | |
''ვ. მაცაბერიძე'' | ''ვ. მაცაბერიძე'' | ||
მიმდინარე ცვლილება 14:02, 2 ივნისი 2025 მდგომარეობით
შელოცვა - ფოლკლორის ერთ-ერთი არქაული ჟანრი. მაგიური დანიშნულების სიტყვიერი ფორმულა. შელოცვა ფართოდ იყო ცნობილი ყველა ხალხში, მათ შორის ქართველებშიც. შელოცვა ძირითადად ორი სახისაა: სამეურნეო და სამკურნალო. ორივე შემთხვევაში თავს იჩენდა რწმენა სიტყვიერი ფორმულის გავლენისა როგორც ავსულებსა და ბოროტ ძალებზე, ისე დაავადებათა გამომწვევ მიზეზებზე. შელოცვას თან ახლდა მოქმედება, რაც თითქოს აძლიერებდა შელოცვის ზემოქმედების ძალას. შელოცვის შემსრულებელნი უმეტესად ხანში შესული და მოხუცი ქალები იყვნენ. შელოცვას ჩურჩულით წარმოთქვამდნენ და ტექსტს არავის გაანდობდნენ. სამეურნეო ხასიათის შელოცვა დაკავშირებული იყო: ჭირნახულის მოყვანასთან, ამინდთან, ნადირობასთან და სხვა შრომით საქმიანობასთან. შელოცვის სიტყვიერი ფორმულა შედარებით მყარია ხშირად რიტმული ტექსტის სახე აქვს. უძველესი ჩანაწერები გვხვდება ისეთ ძეგლებში როგორიცაა „კარაბადინი“, „ავგაროზი“, „კურთხევანი“ და სხვ. შელოცვის მნიშვნელობით იხმარებოდა: ძველი ქართული ტერმინი „სახვრა“. თანამედროვე ფოლკლორში შელოცვამ მთლიანად დაკარგა თავისი მნიშვნელობა და მისი ნიმუშების მიკვლევა მხოლოდ გამოკითხვით ხერხდება.
ვ. მაცაბერიძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჩიქოვანი მ. ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1952;
- ოქროშიძე თ., შელოცვის უძველესი ქართული ტერმინი, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე, ტ. №I, №2, 1955.