ხახანაშვილი ალექსანდრე
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ხახანაშვილი ალექსანდრე''' | + | [[ფაილი:Xaxanashvili.jpg|thumb|ალექსანდრე ხახანაშვილი]] |
| − | + | '''ხახანაშვილი ალექსანდრე''' (1864-1911) – ლიტერატურისმცოდნე, მკვლევარი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა გორის საქალაქო სასწავლებელში, თბილისის ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში, 1883-87 წწ. - მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ფლობდა ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, ლათინურ ენებს. 1888 წლიდან განაგებდა აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის [[ქართული ენა|ქართული ენის]] კათედრას. იყო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი. იკვლევდა ქართული მწერლობის, საქართველოს ისტორიის, სიძველეებისა და ეთნოგრაფიის საკითხებს. ბევრს მოგზაურობდა [[საქართველო|საქართველოსა]] და [[ევროპა|ევროპაში]], ეძიებდა საქართველოს კულტურის ისტორიის მასალებს. სისტემატურად მონაწილეობდა (90-იანი წლებიდან) ისტორიკოსებისა თუ ორიენტალისტების ყრილობებსა და კონგრესებში როგორც ჩვენში, ისე უცხოეთში (აღსანიშნავია 1894 წ. ჟენევაში ორიენტალისტთა X საერთაშორისო კონგრესზე წარმოთქმული სიტყვა „უცხოური გავლენები ქართულ ცივილიზაციაზე“). იყო მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრ–კორესპონდენტი (1883), შემდეგ — ნამდვილი წევრი (1899), მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებული ბუნებათმცოდნეობის, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საიმპერატორო საზოგადოების წევრი (1889 წლიდან), შემდეგ — მისი საბჭოს წევრიც, რუსეთის ისტორიისა და სიძველეების მოყვარულთა საიმპერატორო საზოგადოების (1901 წლიდან), [[საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება|საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების]] ნამდვილი (1907 წლიდან), რუსეთის სიტყვიერების მოყვარულთა საზოგადოების (1909) წევრი, აგრეთვე დამაარსებელი და ხელმძღვანელი ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოებისა. გამოკვლევებსა და წერილებს აქვეყნებდა „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერიაში]]“, „[[კვალი (გაზეთი)|კვალში]]“, „ცნობის ფურცელში“, „კავკაზში“, „ნოვოე ობოზრენიეში“, „რუსსკიე ვედომოსტში“, „რუსსკაია მისლში“, „ვესტნიკ ევროპიში“, „ისტორიჩესკი ვესტნიკში“. | |
| − | ა. ხახანაშვილმა | + | ა. ხახანაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ძველი ქართული საბუთების შესწავლისა და გამოცემის საქმეს (გამოსცა დოკუმენტების ორი კრებული: „გუჯრები“, 1891; „ქართული სათავადაზნაურო აქტები და საგვარეულო ნუსხები“, 1893). დიდი წვლილი შეიტანა ხალხური [[ეპოსი|ეპოსისა]] და [[ლეგენდა|ლეგენდების]] შესწავლის, საერთოდ, ქართული სიტყვიერების კვლევის საქმეში. აღსანიშნავია მისი ნაშრომები: „ქართული [[აპოკრიფი|აპოკრიფული]] ლიტერატურის ძეგლები“ (1894), „ნარკვევები ქართული სიტყვიერების ისტორიიდან“ (ოთხ წიგნად. წიგნი I, 1895, განიხილავდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, ქართული ხალხური ეპოსის ყველა დარგს; წიგნი II, 1897, და წიგნი III, 1901, — ლიტერატურულ, ისტორიულ, სასულიერო და იურიდიულ ძეგლებს; ეხებოდა უძველესი ნაბეჭდი ქართული წიგნებისა და პირველი სტამბების ისტორიის საკითხებს, ლიტერატურულ ძეგლებს — მოსე ხონელის, [[სარგის თმოგველი|სარგის თმოგველის]], [[შავთელი იოანე|შავთელის]], [[ჩახრუხაძე|ჩახრუხაძის]], [[რუსთაველი შოთა|რუსთაველის]] თხზულებებს; „[[რუსუდანიანი|რუსუდანიანს]]“, „ალღუზიანს“, „ლეილ-მეჯნუნიანს“, „[[სირინოზიანი|სირინოზიანს]]“, [[ვახტანგ მეექვსე|ვახტანგ მეექვსის]] სახელმწიფოებრივსა თუ სალიტერატურო და კანონმდებლობითს მოღვაწეობას; წიგნი IV, 1907, — XIX ს ქართულ მწერლობას), წიგნი „ქართული სიტყვიერების ისტორია“ (ტ. 1-2, 1904-17) და გამოკვლევები: „[[ალექსანდრე ყაზბეგი]]“ (1895), „[[ილია ჭავჭავაძე]]“ (1896), „ვახტანგ ორბელიანი“ (1896), „[[რაფიელ ერისთავი]]“ (1897), „[[დანიელ ჭონქაძე]]“ (1900), სტატიები: „[[ალექსანდრე ჭავჭავაძე|ალექსანდრე ჭავჭავაძის]] ლიტერატურული მოღვაწეობა“, „[[რომანტიზმი|რომანტიზმის]] წარმომადგენლები ახალ ქართულ ლიტერატურაში“, „[[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] ლიტერატურული მოღვაწეობა“, „მესსიანიზმი ქართულსა და პოლონურ ლიტერატურაში“. |
| − | |||
| − | |||
| − | + | ==ლიტერატურა== | |
| − | + | * შ. ბადრიძე, ქართველთმცოდნეობის გამოჩენილი მოჭირნახულე ალექსანდრე ხახანაშვილი, 1968. | |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | + | * [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]. | |
| − | * [[ქართული | + | |
[[კატეგორია:ქართველი ისტორიკოსები]] | [[კატეგორია:ქართველი ისტორიკოსები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მეცნიერები]] | [[კატეგორია:ქართველი მეცნიერები]] | ||
16:22, 16 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
ხახანაშვილი ალექსანდრე (1864-1911) – ლიტერატურისმცოდნე, მკვლევარი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა გორის საქალაქო სასწავლებელში, თბილისის ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში, 1883-87 წწ. - მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ფლობდა ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, ლათინურ ენებს. 1888 წლიდან განაგებდა აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას. იყო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი. იკვლევდა ქართული მწერლობის, საქართველოს ისტორიის, სიძველეებისა და ეთნოგრაფიის საკითხებს. ბევრს მოგზაურობდა საქართველოსა და ევროპაში, ეძიებდა საქართველოს კულტურის ისტორიის მასალებს. სისტემატურად მონაწილეობდა (90-იანი წლებიდან) ისტორიკოსებისა თუ ორიენტალისტების ყრილობებსა და კონგრესებში როგორც ჩვენში, ისე უცხოეთში (აღსანიშნავია 1894 წ. ჟენევაში ორიენტალისტთა X საერთაშორისო კონგრესზე წარმოთქმული სიტყვა „უცხოური გავლენები ქართულ ცივილიზაციაზე“). იყო მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრ–კორესპონდენტი (1883), შემდეგ — ნამდვილი წევრი (1899), მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებული ბუნებათმცოდნეობის, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საიმპერატორო საზოგადოების წევრი (1889 წლიდან), შემდეგ — მისი საბჭოს წევრიც, რუსეთის ისტორიისა და სიძველეების მოყვარულთა საიმპერატორო საზოგადოების (1901 წლიდან), საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ნამდვილი (1907 წლიდან), რუსეთის სიტყვიერების მოყვარულთა საზოგადოების (1909) წევრი, აგრეთვე დამაარსებელი და ხელმძღვანელი ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოებისა. გამოკვლევებსა და წერილებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „კვალში“, „ცნობის ფურცელში“, „კავკაზში“, „ნოვოე ობოზრენიეში“, „რუსსკიე ვედომოსტში“, „რუსსკაია მისლში“, „ვესტნიკ ევროპიში“, „ისტორიჩესკი ვესტნიკში“.
ა. ხახანაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ძველი ქართული საბუთების შესწავლისა და გამოცემის საქმეს (გამოსცა დოკუმენტების ორი კრებული: „გუჯრები“, 1891; „ქართული სათავადაზნაურო აქტები და საგვარეულო ნუსხები“, 1893). დიდი წვლილი შეიტანა ხალხური ეპოსისა და ლეგენდების შესწავლის, საერთოდ, ქართული სიტყვიერების კვლევის საქმეში. აღსანიშნავია მისი ნაშრომები: „ქართული აპოკრიფული ლიტერატურის ძეგლები“ (1894), „ნარკვევები ქართული სიტყვიერების ისტორიიდან“ (ოთხ წიგნად. წიგნი I, 1895, განიხილავდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, ქართული ხალხური ეპოსის ყველა დარგს; წიგნი II, 1897, და წიგნი III, 1901, — ლიტერატურულ, ისტორიულ, სასულიერო და იურიდიულ ძეგლებს; ეხებოდა უძველესი ნაბეჭდი ქართული წიგნებისა და პირველი სტამბების ისტორიის საკითხებს, ლიტერატურულ ძეგლებს — მოსე ხონელის, სარგის თმოგველის, შავთელის, ჩახრუხაძის, რუსთაველის თხზულებებს; „რუსუდანიანს“, „ალღუზიანს“, „ლეილ-მეჯნუნიანს“, „სირინოზიანს“, ვახტანგ მეექვსის სახელმწიფოებრივსა თუ სალიტერატურო და კანონმდებლობითს მოღვაწეობას; წიგნი IV, 1907, — XIX ს ქართულ მწერლობას), წიგნი „ქართული სიტყვიერების ისტორია“ (ტ. 1-2, 1904-17) და გამოკვლევები: „ალექსანდრე ყაზბეგი“ (1895), „ილია ჭავჭავაძე“ (1896), „ვახტანგ ორბელიანი“ (1896), „რაფიელ ერისთავი“ (1897), „დანიელ ჭონქაძე“ (1900), სტატიები: „ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურული მოღვაწეობა“, „რომანტიზმის წარმომადგენლები ახალ ქართულ ლიტერატურაში“, „აკაკი წერეთლის ლიტერატურული მოღვაწეობა“, „მესსიანიზმი ქართულსა და პოლონურ ლიტერატურაში“.
ლიტერატურა
- შ. ბადრიძე, ქართველთმცოდნეობის გამოჩენილი მოჭირნახულე ალექსანდრე ხახანაშვილი, 1968.