გადაადგილება
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
'''გადაადგილება მათემატიკურად:''' გადაადგილება წარმოადგენს ნივთიერი წერტილის რადიუს-ვექტორების სხვაობას მოცემული ათვლის სისტემის მიმართ დროის ბოლო და საწყისი მომენტებისათვის და გამოისახება წერტილის ტრაექტორიის ქორდის სახით იმავე სისტემის მიმართ. | '''გადაადგილება მათემატიკურად:''' გადაადგილება წარმოადგენს ნივთიერი წერტილის რადიუს-ვექტორების სხვაობას მოცემული ათვლის სისტემის მიმართ დროის ბოლო და საწყისი მომენტებისათვის და გამოისახება წერტილის ტრაექტორიის ქორდის სახით იმავე სისტემის მიმართ. | ||
| + | |||
'''იხილე აგრეთვე'''<br /> | '''იხილე აგრეთვე'''<br /> | ||
| − | [[გადაადგილება განზოგადებული]] | + | *[[გადაადგილება განზოგადებული]] |
| − | [[გადაადგილება პარალელური]] | + | *[[გადაადგილება პარალელური]] |
13:54, 5 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
გადაადგილება – წერტილის, წერტილთა სისტემის ან სხეულის მდებარეობის შეცვლა. გადაადგილება განისაზღვრება ვექტორებით, რომელთა სათავე წერტილთა საწყის მდებარეობაშია, ხოლო ბოლო – გადაადგილებული წერტილების საბოლოო მდებარეობაში.
სიბრტყის (სივრცის) გადაადგილება – სიბრტყის (სივრცის) ასახვა თავის თავზე, რომელიც ინარჩუნებს მანძილს ორ წერტილს შორის, ე.ი. იზომეტრია.
სიბრტყის (სივრცის) გადაადგილებას უწოდებენ სიბრტყის (სივრცის) მოძრაობას. სიბრტყის გადაადგილების მაგალითებია: ღერძული სიმეტრია, მობრუნება, პარალელური გადატანა.
სიბრტყის (სივრცის) ყოველნაირი გადაადგილება ამ სიბრტყეში (სივრცეში) მდებარე ნებისმიერ ფიგურას ასახავს მის კონგრუენტულ ფიგურაზე.
სიბრტყის ზოგიერთი გადაადგილება ცვლის ფიგურის ორიენტაციას, ზოგი არა.
გადაადგილება მათემატიკურად: გადაადგილება წარმოადგენს ნივთიერი წერტილის რადიუს-ვექტორების სხვაობას მოცემული ათვლის სისტემის მიმართ დროის ბოლო და საწყისი მომენტებისათვის და გამოისახება წერტილის ტრაექტორიის ქორდის სახით იმავე სისტემის მიმართ.
იხილე აგრეთვე