თევდორაძე ოთარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ოთარ თევდორაძე '''თევდორაძე ოთარ ლავრენ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ოთარ თევდორაძე“ გადაიტანა გვერდზე „თევდორაძე ოთარ“) |
11:06, 23 მაისი 2017-ის ვერსია
თევდორაძე ოთარ ლავრენტის ძე - (I. V. 1923, თბილისი, – 23. VIII. 1983, იქვე), ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1982). 1949 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). 1957-61 იყო თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი.
მთავარი ნაწარმოებები: ოპერები „ლეგენდა თბილისზე“ (1958, დაიდგა) და „სინათლე და ჩრდილი“ (1970); სამი სიმფონია, სიმფონიური პოემა „რუსთავი“, „ქართული სიუიტა“, „საზეიმო უვერტიურა“ სიმფონიური ორკესტრისათვის, საფორტეპიანო კონცერტი, ოპერეტა „შვეიკი მიდის ომში,“ პოპულარობა მოიპოვეს მისმა სიმღერებმა.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
