ლოგანი ჯონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლოგანი ჯონ“ გადაიტანა გვერდზე „ჯონ ლოგანი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯონ ლოგანი“ გადაიტანა გვერდზე „ლოგანი ჯონ“ გადამისამართებაზე)
 

მიმდინარე ცვლილება 14:53, 6 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ჯონ ლოგანი – (დ. 1923 – გ. 1987), ამერიკელი პოეტი, განათლებით ზოოლოგი. ლიტერატურაში მისი მოსვლა ემთხვევა ამერიკულ პოეზიაში ანტიფორმალისტური მოძრაობის გაშლას. ლოგანი ერთი შეხედვით შეუმჩნეველი დეტალებისა და ნიუანსების მხატვარია; მისთვის უცხოა საგნებსა და მოვლენებს, ემოციებსა და სტაბილურ მიმართებებს შორის წინააღმდეგობის ძიება, და ურთულესი კავშირ-ურთიერთობების მიღმა არსებული კანონზომიერებების ჩვენებას ცდილობს. „ლოგანის ლექსები უკიდურესი ინდივიდუალობით და ბუნებრიობით ხასიათდება, არ იზღუდება სტრუქტურული, თემატური თუ ინტონაციური სტანდარტებით. მისი ლექსები ბუნებრივად სუნთქავენ; ისინი უბრალოდ იწყებიან და ინტენსიურად იზრდებიან თავიანთივე ემოციური აუცილებლობიდან, როგორც – ადამიანის სუნთქვა ბრძოლის ან სიყვარულის დროს. კონტრაპუნქტის ჰარმონიული ინტონაციების ფონზე, რაც სავსებით ეხმიანება ადამიანის შინაგან სიმთა მრავალფეროვნებას, ეს ლექსები ეპიფანიებად გვევლინებიან. ადამიანის ინტეგრირებული ინდივიდუალურობის გამოცდილების მდიდარი მოზაიკა, საკუთარი მე-დან ამოზრდილი მელოდიური ჯაჭვის ილუმინაციები ჯონ ლოგანის ლექსებში ერთსა და იმავე დროს წარმოადგენენ „გამოუცნობს, როგორიცაა მოწყალება“ და „ყურით სასმენელ ბალეტს“ CAP (თარგმნა ლიკა მარღანიამ).


[რედაქტირება] წყარო

მეოცე საუკუნის ამერიკელი პოეტები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები