თულაშვილი ანა
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანა თულაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „თულაშვილი ანა“) |
(→იხილე აგრეთვე) |
||
ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:პიანისტები]] | [[კატეგორია:პიანისტები]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართველი პიანისტები]] |
15:36, 24 მაისი 2019-ის ვერსია
თულაშვილი ანა ივანეს ასული - (24. II. 1874, თბილისი, – 27. V. 1956, იქვე], ქართველი პიანისტი, გამოჩენილი პედაგოგი, ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1941), ა. მიზანდარის მოწაფე. თულაშვილი ერთხანს მეცადინეობდა თბილისში ნ. ნიკოლაევთან, შემდეგ კი 1894-იდან სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში (პროფ. დიმერთან) და ვენაში. 1903-იდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში, მონაწილეობდა კონცერტებში, როგოროც სოლისტი-ანსამბლისტი. 1917-დან იგი თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1925-იდან პროფესორი, პირველი ქართველი პროფესორი ქალი).
მოწაფეები: რ. კერერი, ვ. შიუკაშვილი, თ. ამირეჯიბი, ე. ექსანიშვილი, გ. ქავთარაძე, მ. ჩხეიძე, ო. ბარამიშვილი, ე. დავლიანიძე და სხვ. ავტორია მეთოდური ხასიათის შრომებისა პიანისტური ხელოვნების საკითხებზე.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")