მანსვეტაშვილი იაკობ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „მანსვეტაშვილი იაკობ“ გადაიტანა გვერდზე „იაკობ მანსვეტაშვილი“)
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „იაკობ მანსვეტაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „მანსვეტაშვილი იაკობ“ ...)

16:49, 11 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

იაკობ მანსვეტაშვილი

მანსვეტაშვილი იაკობ (ფსევდონიმები: „დონ-იაგო“, „ალექსანდრიძე“, „ბარელი“, „შერმადინი“) (1855-1939) — ლიტერატორი, ჟურნალისტი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ — პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე (1886-90), იქ გაეცნო რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების იდეებს, სენ-სიმონის, ფურიეს, ოუენის, ლასალის თხზულებებს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ერთხანს იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი. აქტიურად თანამშრომლობდა „ივერიაში“, „ჯეჯილსა“ და „მოამბეში“, აქვეყნებდა სამეცნიერო წერილებს, ფელეტონებს, მოთხრობებს, ეპიგრამებს, ჟურნალ–გაზეთების მიმოხილვებს (სათაურით „ნარკვევი“). ახლო ურთიერთობა ჰქონდა ი. ჭავჭავაძესთან. საყურადღებოა ი. მანსვეტაშვილის წიგნი „მოგონებანი“ (1936), რომელშიც მან ასახა გასული საუკუნის 70-90-იან წწ. საქართველოსა და რუსეთის მნიშვნელოვანი ისტორიულ-სოციალური და კულტურულ-ლიტერატურული მოვლენები, მოგვცა თავისი დროის ბევრი საზოგადო მოღვაწის საინტერესო პორტრეტი და პირუთვნელი დახასიათება.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები