ალექსანდრიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 9: ხაზი 9:
  
 
[[კატეგორია:ლიტერატურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:ლიტერატურული ძეგლები]]
[[კატეგორია:თარგმანები]]
+
[[კატეგორია:ქართული თარგმანები]]

მიმდინარე ცვლილება 01:57, 13 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

„ალექსანდრიანი"

„ალექსანდრიანი" – (XVIII ს.), თარგმნილი ძეგლი, რომელშიც აღწერილია ალექსანდრე მაკედონელის ლეგენდად ქცეული თავგადასავალი. ქართულად არსებობდა უფრო ძველი თარგმანიც, მაგრამ ჩვენამდე არ შემონახულა. „ალექსანდრიანის“ მთარგმნელია არჩილ მეფე. ა. ხახანაშვილის დაკვირვებით, მას ტექსტის პროზაული თარგმანი შეუსრულებია რუსული ვერსიიდან, რომელიც სერბიული რედაქციის საფუძველზე შექმნილა. „ალექსანდრიანი“ არჩილს უთარგმნია 1699 წ. შემდგომ, როცა რუსეთში დამკვიდრებულა, არჩილის ტექსტი ვინმე პეტრეს გაულექსავს. ფიქრობენ, რომ ეს პეტრე არის მდივან-მგალობელ-მწიგნობარი პეტრე ჩხატარაისძე და მას თარგმანი 1713-1728 წწ. შეუსრულებია. გალექსვის შემდეგ იგი კვლავ მიუბრუნდა არჩილის ტექსტს და მისი გადამუშავება-გადასხვაფერებით ახალი პროზაული ვერსია შექმნა. მოღწეულია „ალექსანდრიანის“ მრავალი ხელნაწერი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

ა. ბარამიძე, ქართული ალექსანდრიანი, საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე, IX.

[რედაქტირება] წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები