ბესიკური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ბესიკური''' — | + | '''ბესიკური''' — [[ლექსი]]ს ახალი, ორიგინალური, თოთხმეტმარცვლოვანი საზომი, შემოღებული [[ბესიკი]]ს მიერ. მისი ძირითადი სქემაა: ქორე (2) + [[დაქტილი]] (3) + მეორე [[პეონი]] (4) + ქორე (2) + დაქტილი (3). ამ მეტრითაა დაწერილი ბესიკის არაერთი ლექსი, მათ შორის ცნობილი „ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო“. ამ ფორმისთვის დამახასიათებელია შინაგანი რითმები. ბესიკის მომდევნო ხანის ლირიკოსები ხშირად მიმართავდნენ ამ საზომს. ბესიკური საზომი XIX საუკუნეში დიდად გავრცელდა. ([[ჭავჭავაძე ალექსანდრე|ა. ჭავჭავაძის]] „გოგჩის ტბა“, [[ორბელიანი გრიგოლ|გ. ორბელიანის]] „ჩემს დას ეფემიას“, [[ბარათაშვილი ნიკოლოზ|ნ. ბარათაშვილი]]ს არაერთი ლექსი), ოღონდ ამ დროიდან გაქრა შინაგანი რითმები. [[შექსპირი უილიამ|შექსპირი]]ს [[ივანე მაჩაბელი|ივანე მაჩაბელისეული]] თარგმანებიც რომანტიკოსთაგან ინტონაციურად შეცვლილი ამ მეტრითაა შესრულებული. |
| + | |||
| + | |||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
| ხაზი 8: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია: ქართული პოეზია]] | [[კატეგორია: ქართული პოეზია]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ლექსწყობა]] |
მიმდინარე ცვლილება 12:41, 29 ივლისი 2025 მდგომარეობით
ბესიკური — ლექსის ახალი, ორიგინალური, თოთხმეტმარცვლოვანი საზომი, შემოღებული ბესიკის მიერ. მისი ძირითადი სქემაა: ქორე (2) + დაქტილი (3) + მეორე პეონი (4) + ქორე (2) + დაქტილი (3). ამ მეტრითაა დაწერილი ბესიკის არაერთი ლექსი, მათ შორის ცნობილი „ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო“. ამ ფორმისთვის დამახასიათებელია შინაგანი რითმები. ბესიკის მომდევნო ხანის ლირიკოსები ხშირად მიმართავდნენ ამ საზომს. ბესიკური საზომი XIX საუკუნეში დიდად გავრცელდა. (ა. ჭავჭავაძის „გოგჩის ტბა“, გ. ორბელიანის „ჩემს დას ეფემიას“, ნ. ბარათაშვილის არაერთი ლექსი), ოღონდ ამ დროიდან გაქრა შინაგანი რითმები. შექსპირის ივანე მაჩაბელისეული თარგმანებიც რომანტიკოსთაგან ინტონაციურად შეცვლილი ამ მეტრითაა შესრულებული.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ა. გაწერელია, ქართული ლექსი, თბ., 1955.