პეონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეონი – (ბერძ. paiēōn –ჰიმნი, ღმერთების საგალობელი), ოთხმარცვლიანი ტერფი ანტიკურ ლექსწყობაში, შედგენილია ერთი გრძელი და სამი მოკლე მარცვლისაგან, ხოლო სილაბურ-ტონურ ლექსწყობაში — ერთი მახვილიანი და სამი უმახვილო მარცვლისაგან.

გრძელი ან მახვილიანი მარცვლის ადგილმდებარეობის მიხედვით პეონის ოთხი სახეობა არსებობს:

პირველი პეონი – მახვილი თავკიდურ მარცვალზე მოუდის _ ‿ ‿ ‿ ;
მეორე პეონი – მახვილიანია მეორე მარცვალი ‿ _ ‿ ‿ ;
მესამე პეონი – მახვილი მესამე მარცვალზეა ‿ ‿ _ ‿ და
მეოთხე პეონი – მახვილი მეოთხე მარცვალს აქვს ‿ ‿ ‿ _
ცხადია, ასევე ლაგდება გრძელი მარცვლებიც.

ქართულ ლექსწყობაში გავრცელებულია მეორე პეონი. პირველი პეონი იშვიათად გვხვდება.

პირველის მაგალითი:

მიეთოვოს, მოეთოვოს
კედლებს ფარშავანგები.
(გ. ტაბიძე).


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები