ნაჭყებია გურამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნაჭყებია გურამ“ გადაიტანა გვერდზე „გურამ ნაჭყებია“ გადამისამ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გურამ ნაჭყებია“ გადაიტანა გვერდზე „ნაჭყებია გურამ“ გადამისამ...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:32, 30 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

გურამ ნაჭყებია – (1940-2017), იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1999), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1999), დაიბადა სოფელ კურზუში (მარტვილის რაიონი). 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 1975 წელს - ასპირანტურა სისხლის სამართლის სპეციალობით. 1976-1977 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანაშემწეა. I977 წლის აპრილიდან დღემდე მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრაზე ჯერ დოცენტად, ხოლო შემდეგ - პროფესორად. 1998 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოების წევრი.

გამოქვეყნებული აქვს 45-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა უმეტესობა სისხლის სამართლის ფილოსოფიისა და სისხლის სამართლის მეცნიერების მეთოდოლოგიურ პრობლემებს ეძღვნება.

[რედაქტირება] თხზულებები


[რედაქტირება] წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები