საგალობელი
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „გალობანი“ გადაიტანა გვერდზე „საგალობელი“ გადამისამართებაზე) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''საგალობელი''' | + | '''საგალობელი''' – [[რელიგია]]სთან დაკავშირებული, ხმით შესასრულებელი საკულტო-სარიტუალო მუსიკალური ნაწარმოები. არსებობს ხალხური და პროფესიული, სასულიერო და საერო – წარმართობის დროინდელი და შემდგომი ხანის სხვადასხვა სარწმუნოებასთან დაკავშირებული საგალობლები. |
| + | |||
| + | სასულიერო საგალობელი სრულდება საკულტო ტაძრებში, [[ეკლესია|ეკლესიებში]], [[სინაგოგა|სინაგოგებში]], [[მეჩეთი|მეჩეთებში]], საკერპეებში. ეკლესიაში ასრულებენ წირვა-ლოცვის დროს. ქართულ საგალობლებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ, რომელიც იწყება საქართველოში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] დამკვიდრებით (IV ს.). საფიქრებელია, რომ თავდაპირველად ს-ები ერთხმიანი იყო. მრავალხმიანი ფაქტურა ქართ. ს-ებმა მოგვიანებით შეიძინეს, ხალხური სასიმღერო ტრადიციის ზეგავლენით. საგალობლების ხელოვნებამ მწვერვალს მიაღწია უკვე X ს-ში, რის დამადასტურებელიც არის საგალობლების კრებულები და, განსაკუთრებით, [[მიქაელ მოდრეკილი]]ს განთქმული „[[იადგარი]]“ (978-988). ქართული საგალობლები სამხმიანია, თუმცა XVIII-XIX სს. ლიტერატურულ წყაროებში გვხვდება ცნობები ექვსხმიანი საგალობლების შესახებ, რომელთაც ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობილია მხოლოდ ცალკეული ხმების სახელწოდებები: კრინი, ზილი, თქმა, მაღალი ბანი, ბანი, დვრინი. | ||
| + | |||
| + | ძველად საერო საგალობელი სრულდებოდა სუფრაზე. საგალობელის შემდგომი არსებობისა და განვითარების გზა უშუალოდაა დაკავშირებული საქართველოს საუკუნოვან ისტორიულ ბედუკუღმართობასთან, კერძოდ, ამის გამოხატულება იყო საქართველოს რუსეთთან იძულებული შეერთებისა და ქართული ეკლესიის [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] გაუქმების (1811) შემდეგ ქართული გალობის განდევნა ეკლესია-მონასტრებიდან და სამგალობლო სკოლების დახურვა თბილისისა და თელავის სასულიერო სემინარიებში. მხოლოდ 1860 შეიქმნა თბილისში „ქართული საეკლესიო გალობის აღმადგინებელი კომიტეტი“, რამაც საბოლოოდ შეუნარჩუნა ქართველ ხალხს კულტურული საგანძურის ეს ძვირფასი ნაწილი. ამ მხრივ, განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ფ. ქორიძეს, ნოტებზე გადატანილი ჩანაწერების სახით. ამჟამად ქართული საგალობლები ჟღერს ცალკეულ ეკლესია-მონასტრებში და დამკვიდრდა მრავალრიცხოვანი ანსამბლების რეპერტუარში. | ||
| + | |||
| + | |||
| + | |||
| ხაზი 6: | ხაზი 13: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ | + | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]] | [[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:საგალობლები]] | [[კატეგორია:საგალობლები]] | ||
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | [[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | ||
| − | |||
მიმდინარე ცვლილება 20:11, 8 მაისი 2025 მდგომარეობით
საგალობელი – რელიგიასთან დაკავშირებული, ხმით შესასრულებელი საკულტო-სარიტუალო მუსიკალური ნაწარმოები. არსებობს ხალხური და პროფესიული, სასულიერო და საერო – წარმართობის დროინდელი და შემდგომი ხანის სხვადასხვა სარწმუნოებასთან დაკავშირებული საგალობლები.
სასულიერო საგალობელი სრულდება საკულტო ტაძრებში, ეკლესიებში, სინაგოგებში, მეჩეთებში, საკერპეებში. ეკლესიაში ასრულებენ წირვა-ლოცვის დროს. ქართულ საგალობლებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ, რომელიც იწყება საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებით (IV ს.). საფიქრებელია, რომ თავდაპირველად ს-ები ერთხმიანი იყო. მრავალხმიანი ფაქტურა ქართ. ს-ებმა მოგვიანებით შეიძინეს, ხალხური სასიმღერო ტრადიციის ზეგავლენით. საგალობლების ხელოვნებამ მწვერვალს მიაღწია უკვე X ს-ში, რის დამადასტურებელიც არის საგალობლების კრებულები და, განსაკუთრებით, მიქაელ მოდრეკილის განთქმული „იადგარი“ (978-988). ქართული საგალობლები სამხმიანია, თუმცა XVIII-XIX სს. ლიტერატურულ წყაროებში გვხვდება ცნობები ექვსხმიანი საგალობლების შესახებ, რომელთაც ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობილია მხოლოდ ცალკეული ხმების სახელწოდებები: კრინი, ზილი, თქმა, მაღალი ბანი, ბანი, დვრინი.
ძველად საერო საგალობელი სრულდებოდა სუფრაზე. საგალობელის შემდგომი არსებობისა და განვითარების გზა უშუალოდაა დაკავშირებული საქართველოს საუკუნოვან ისტორიულ ბედუკუღმართობასთან, კერძოდ, ამის გამოხატულება იყო საქართველოს რუსეთთან იძულებული შეერთებისა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების (1811) შემდეგ ქართული გალობის განდევნა ეკლესია-მონასტრებიდან და სამგალობლო სკოლების დახურვა თბილისისა და თელავის სასულიერო სემინარიებში. მხოლოდ 1860 შეიქმნა თბილისში „ქართული საეკლესიო გალობის აღმადგინებელი კომიტეტი“, რამაც საბოლოოდ შეუნარჩუნა ქართველ ხალხს კულტურული საგანძურის ეს ძვირფასი ნაწილი. ამ მხრივ, განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ფ. ქორიძეს, ნოტებზე გადატანილი ჩანაწერების სახით. ამჟამად ქართული საგალობლები ჟღერს ცალკეულ ეკლესია-მონასტრებში და დამკვიდრდა მრავალრიცხოვანი ანსამბლების რეპერტუარში.