გვიმრუჭა
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]. | + | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]. |
| + | |||
[[კატეგორია: საქართველოს ფლორა]] | [[კატეგორია: საქართველოს ფლორა]] | ||
[[კატეგორია: სამეგრელო]] | [[კატეგორია: სამეგრელო]] | ||
| − | [[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]] | + | [[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]] |
18:33, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია
Fam. Aspleniaceae — ოჯ. გვიმრუჭასებრნი Asplenium septentrionale (L.) Hoffm. — გვიმრუჭა.
მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, პატარა ზომის გვიმრაა 15 (20) სმ სიმაღლის. ფოთლები ორმაგ-სამმაგ დიქოტომიურად დაყოფილია რამდენიმე (2-5) ვიწრო, ხაზურ ან ხაზურ ნიჩბისებრ სეგმენტებად, კიდეებზე მარტოული, იშვიათად დაშორიშორებული კბილებითაა, მრავალია. სორუსები — ხაზურია ან მოგრძო, მეორეული ძარღვების ცალ მხარეზე განლაგებული, მწიფდება VII-VIII.
იზრდება ტყის ქვედა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე. ძირითადადა გვხვდება ციცაბო კლდოვან ფერდობებზე, დედა ქანების გამოსვლის ადგილზე და თხელ ძლიერ ქვიან ნიადაგებზე, შედარებით მშრალ, დაბალი ბონიტეტის ტყეებში (განსაკუთრებით მუხნარ, რცხილნარ, მუხნარ-იფნარ-რცხილნარ, ფიჭვნარ და ნაძვნარ ტყეებში), ბუჩქნარებით დაფარულ კლდეებსა და კლდოვან ადგილებზე. წარმოდგენილია ერთეული ეგზემპლარებისა და პატარა ჯგუფების სახით.
გვხვდება მთელ სამეგრელოში.
ფოთლის ნახარში გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში, როგორც ამოსახველებელი საშუალება (Ролловъ, 1908).
