კორობორე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[კატეგორია:ავსტრალიელ აბორიგენთა რიტუალები]] | [[კატეგორია:ავსტრალიელ აბორიგენთა რიტუალები]] | ||
[[კატეგორია:მაგიური რიტუალები]] | [[კატეგორია:მაგიური რიტუალები]] | ||
− |
მიმდინარე ცვლილება 23:14, 10 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
კორობორე – ავსტრალიელ აბორიგენთა მაგიურ-ტოტემური რიტუალი, რომელსაც ახლავს რიტმული ცეკვა და სიმღერა. ტრადიციულად ტარდება ღამით, სავსე მთვარის ან კოცონის შუქზე. შემსრულებლები სხეულს იხატავენ ნახშირით ან მცენარეული საღებავით, ირთვებიან ბუმბულებით და იკეთებენ კუდს. მითოლოგიური სიუჟეტების გარდა, მოქმედება აგებულია აბორიგენთა ყოფის, ნადირობის და სხვა შრომითი პროცესების იმიტაციაზე. ასახავს შეხვედრას თეთრკანიან დამპყრობლებთან, შეჯახებას პოლიციასთან (და ა.შ.). კორობორე პირველყოფილი თეატრის თვალსაჩინო ნიმუშია.