ფრიდრიხ ბესელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბესელი ფრიდრიხ''' (1784 – 1846) – გერმანელი მათემატიკოსი, ასტრონომ...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ბესელი ფრიდრიხ“ გადაიტანა გვერდზე „ფრიდრიხ ბესელი“) |
მიმდინარე ცვლილება 15:26, 13 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
ბესელი ფრიდრიხ (1784 – 1846) – გერმანელი მათემატიკოსი, ასტრონომი და გეოდეზისტი. მათემატიკაში ბესელის სახელით ცნობილია ე. წ. 1-ლი გვარის ცილინდრული ფუნქციები (ბესელის ფუნქციები) და დიფერენციალური განტოლება, რომელსაც ისინი აკმაყოფილებენ (ბესელის განტოლება): უტოლობა ფურიეს მწკრივის კოეფიციენტებისათვის (ბესელის უტოლობა), აგრეთვე ერთი საინტერპოლაციო ფორმულა (ბესელის საინტერპოლაციო ფორმულა).
კენიგსბერგის უნივერსიტეტში ააგო ობსერვატორია და 30 წელზე მეტს ხელმძღვანელობდა მას. საინტერესოა მის მიერ შემუშავებული ასტრონომიულ ხელსაწყოთა ცთომილობის თეორია, ვარსკვლავთა პარალაქსის კვლევა, მზის დაბნელებათა დაკვირვება, პლანეტების მასის განსაზღვრა.