ნორიხევი
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „ნორისხევი“ გადაიტანა გვერდზე „ნორისხევი (მდინარე)“) |
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „ნორისხევი (მდინარე)“ გადაიტანა გვერდზე „ნორისხევი“ გადამისამარ...) |
17:31, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია
ნორისხევი - „ჩეჩელაურის" მიდამოები
სოფ. დიდი ლილოს მახლობლად, ზღვ. დ. 600 მ სიმაღლეზე მდინარე ნორიხევის (ლოჭინისხევის მარჯვენა შენაკადი)მიდამოები, ცნობილია „ჩეჩელაურის“ სახელით.ნორიხევი 5 მ-მდე სიგანის წყალმცირე მდინარეა,მიედინება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, ირგვლივ მდებარე ტერიტორია ვაკე ადგილია, მკვეთრად ანთროპოგენიზირებული. ფართობის დიდი ნაწილი ტყის კულტურებითაა დაკავებული, რომელთაგან აღსანიშნავია კანადური ვერხვი - Populus canadensis, კაკალი - Iuglans regia, გლედიჩია - Gleditsia triacanthos. ნორიხევს ორ ნაწილად ჰყოფს ნავთობის გაშიშვლებული მილი. მდინარისპირულად აღირიცხა რამდენიმე ძირი საშუალო ხნოვანების ვერხვი - Populus canescens, წნორი - Salix alba, მინდვრის თელა - Ulmus suberosa, შეინიშნება ჭალის მუხის – Quercus longipes- ის აღმონაცენ-მოზარდი. ჩვენს მიერ შესწავლილ 3000 კვ მ ფართობზე (100 მ X 30 მ) 50-მდე სახეობის ბუნებრივად მოზარდ უმაღლეს მცენარეებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ღვედკეცი - Periploca graeca, რომელიც მესამეული მეზოფილური ფლორის რელიქტია, იშვიათი სახეობა, გამოირჩევა სამკურნალო მნიშვნელობით და სამართლიანად იმსახურებს საქართველოს „წითელი წიგნის“ სტატუსს.