ნორიხევი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნორიხევი - მდინარე საქართველოში, ქვემო ქართლში. ნორიხევი სათავეს იღებს საგურამო-იალნოს ქედზე და სოფელ ნორიოს ჩამოუდის აღმოსავლეთის მხრიდან. მდინარე ნორიხევი უერთდება მარტყოფისა და საცხენე-ახალსოფლის მდინარეებს და წარმოიქმნება მდინარე ლოჭინი.
მდ. ნორიხევის ჰიდროლოგიური მახასიათებლები შემდეგია: სიგანე 2,5 მ, სიღრმე 0,35-0,40 მ, სიჩქარე 1,3-1,5 მ/წმ და ხარჯი 0,085 მ3/წმ.
მიედინება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, ირგვლივ მდებარე ტერიტორია ვაკე ადგილია, მკვეთრად ანთროპოგენიზირებული. ფართობის დიდი ნაწილი ტყის კულტურებითაა დაკავებული, რომელთაგან აღსანიშნავია კანადური ვერხვი, კაკალი, გლედიჩია.