ნორიო (გარდაბნის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი ნორიო

ნორიო – სოფელი საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

სარჩევი

გეოგრაფია

მდებარეობს თბილისიდან აღმოსავლეთით საგურამო-იალნოს ქედის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 820-840 მ სიმაღლეზე, მდინარეების ნორისხევისა და ფაშატრიხევს შორის გაშლილ ზეგანზე. სოფელს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება საგურამო-იალნოს ქედი, რომელიც მდ. არაგვსა და მდ. იორს შორის არის მოქცეული. მისი უმაღლესი მწვერვალია საგურამოს მთა 1392 მ და იალნოს მთა 1874 მ. მთების კალთები ციცაბოდ ეშვება, მერე დამრეცად და სამხრეთისაკენ პლატოსმაგვარ სახეს იღებს. სწორედ ამ პლატოს ერთ-ერთ ნაწილზეა გაშლილი სოფ. ნორიო. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სოფ. მარტყოფი, დასავლეთიდან - თბილისის წყალსაცავი, სამხრეთით - სოფელი ახალი სამგორი და წილუბანი, რომლებიც გაშენებულია სოფ. ნორიოს ყოფილ ტერიტორიაზე. სოფ. ნორიოს ზევით განლაგებულია ღვთაების სამონასტრო კომპლექსი, რომელიც VI საუკუნეში დაარსა ანტონ მარტყოფელმა, მის აღმოსავლეთით მთაზე აღმართულია ანტონ მარტყოფელის მიერ აგებული კოშკი.

საგურამო-იალნოს ქედზე სათავეს იღებს მდ. ნორიხევი, რომელიც ნორიოს აღმოსავლეთის მხრიდან ჩამოუდის. დასავლეთიდან უფრო პატარა მდინარე ფაშატრიხევი ჩამოედინება. მდინარეები სოფლიდან მოცილებით ერთდება. სამხრეთით ისინი უერთდება მარტყოფის, საცხენისისა და ახალსოფლის მდინარეებს და წარმოიქმნება მდინარე ლოჭინი. სოფლის შემოგარენში არის მრავალი წყარო: ნეფისწყარო, ანგელოზის წყარო, იფნის წყარო, არწივის წყარო, ნიკოლაანთ მილხინა და მილხინის ტოტი და სხვა. რაც შეეხება სასმელ წყალს დასავლეთიდან იგი გამოყვანილია აშკავეთის, კალამაძის და წილუბნის წყაროებიდან. ჩრდილოეთიდან კი ნასოფლარ შვინდაძიდან მოედინება. სოფლის მახლობლად არის გოგირდოვანი წყალი, რომელიც გამოდის ეგრეთწოდებულ ყველაწმინდის დაბლა. მას იყენებდნენ კანის დაავადებების სამკურნალოდ.

კლიმატი

სოფლის ჰავაზე დიდ გავლენას ახდენს ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები. ლიხის ქედი და თრიალეთის ქედები აფერხებენ დასავლეთიდან მონაბერი მასების შემოჭრას, რაც იწვევს ნალექების სიმცირეს და ნაკლებ ტენიანობას. არის შემთხვევები როცა რაიონის ტერიტორიაზე აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ერთდროულად იჭრება ჰაერის მასები და მოდის უხვი ნალექები. ეს ხდება იშვიათად. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისში, მინიმუმი - იანვარში. საგურამო-იალნოს ქედის თხემზე ნალექების რაოდენობა 1000 მმ-ს აღწევს. წლის თბილ პერიოდში ხშირია მთა-ხეობათა ქარები, რომლებიც დღისით ქრიან ქვემოდან ზემოთ, ხოლო - ღამით ზემოდან ქვემოთ.

ნიადაგი

სოფლის ტერიტორიაზე დიდი ფართობი უკავია წაბლა ნიადაგებს. გვხვდება ასევე შავმიწები, ხირხატიანი ტყის ყავისფერი და ტყის ყომრალი ნიადაგები. დაბალ ტერასებზე გავრცელებულია ალუვიური ნიადაგები.

ფლორა

ნორიოს ჩრდილოეთით და ჩრდილო- აღმოსავლეთით აკრავს ფოთლოვანი ტყეები, სადაც გავრცელებულია მუხა, წიფელი, ქორაფი, ჩვეულებრივი ნეკერჩხალი, ბოკვი, პანტა, მაჟალო, ბალამწარა, ძახველი, შავი კუნელი, წითელი კუნელები, კვრინჩხი, [[ზღმარტლი] და სხვ. ზოგიერთ ადგილას ხელოვნურად გაშენებულია წიწვოვნები და კაკალი. ტყეებს მდელოები სცვლის, რომელიც მდიდარია ბალახოვანი მცენარეებით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები