ჭვავილა
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Claviceps purpurea.JPG|thumb|ჭვავილა]] | [[ფაილი:Claviceps purpurea.JPG|thumb|ჭვავილა]] | ||
| − | '''Fam. Clavicipitaceae''' – ოჯ. ჭვავილასებრნი Claviceps purpurea (Fr.) Tul. – '''ჭვავილა.''' | + | '''Fam. Clavicipitaceae''' – ოჯ. ჭვავილასებრნი <br /> |
| + | Claviceps purpurea (Fr.) Tul. – '''ჭვავილა.''' | ||
პარაზიტი სოკოა, გვხვდება მარცვლოვნებზე, უფრო ხშირად [[ჭვავი|ჭვავზე]], რომლის თავთავებში ქმნის დამახასიათებელ მოშავო-იისფერ „რქებს“, ე.წ. სკლეროციუმებს – მიცელიუმის ჰიფების მკვრივ ხლართს, რომლებიც ამოვსებულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, კერძოდ: სხვადასხვა სახის ალკალოიდებით – ერგოტამინი, ერგოტამინინი, ერგოზინი, ერგოზინინი, ერგოკრისტინი, და სხვ., აზოტის შემცველი შენაერთებით – აცეტილქოლინი, ქოლინი, ბეტაინი, ერგოთიონეინი, ურაცილი; საღებავი ნივთიერებებიდან გამოყოფილია: სეკალონისა და ქრიზერგონის მჟავები. | პარაზიტი სოკოა, გვხვდება მარცვლოვნებზე, უფრო ხშირად [[ჭვავი|ჭვავზე]], რომლის თავთავებში ქმნის დამახასიათებელ მოშავო-იისფერ „რქებს“, ე.წ. სკლეროციუმებს – მიცელიუმის ჰიფების მკვრივ ხლართს, რომლებიც ამოვსებულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, კერძოდ: სხვადასხვა სახის ალკალოიდებით – ერგოტამინი, ერგოტამინინი, ერგოზინი, ერგოზინინი, ერგოკრისტინი, და სხვ., აზოტის შემცველი შენაერთებით – აცეტილქოლინი, ქოლინი, ბეტაინი, ერგოთიონეინი, ურაცილი; საღებავი ნივთიერებებიდან გამოყოფილია: სეკალონისა და ქრიზერგონის მჟავები. | ||
| ხაზი 17: | ხაზი 18: | ||
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]. | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]. | ||
| − | |||
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]] | [[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]] | ||
[[კატეგორია: სოკოები]] | [[კატეგორია: სოკოები]] | ||
23:06, 20 ნოემბერი 2023-ის ვერსია
Fam. Clavicipitaceae – ოჯ. ჭვავილასებრნი
Claviceps purpurea (Fr.) Tul. – ჭვავილა.
პარაზიტი სოკოა, გვხვდება მარცვლოვნებზე, უფრო ხშირად ჭვავზე, რომლის თავთავებში ქმნის დამახასიათებელ მოშავო-იისფერ „რქებს“, ე.წ. სკლეროციუმებს – მიცელიუმის ჰიფების მკვრივ ხლართს, რომლებიც ამოვსებულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, კერძოდ: სხვადასხვა სახის ალკალოიდებით – ერგოტამინი, ერგოტამინინი, ერგოზინი, ერგოზინინი, ერგოკრისტინი, და სხვ., აზოტის შემცველი შენაერთებით – აცეტილქოლინი, ქოლინი, ბეტაინი, ერგოთიონეინი, ურაცილი; საღებავი ნივთიერებებიდან გამოყოფილია: სეკალონისა და ქრიზერგონის მჟავები.
„რქებს“ აგროვებენ ჭვავის მომწიფების პერიოდში, უშუალოდ თიბვის წინ, თავთავებიდან ნედლი მარცვლის გადარჩევისას. აშრობენ საშრობებში 500 C ტემპერატურაზე. გამოიყენება ფხვნილის, თხევადი და სქელი ექსტრაქტის სახით.
ჭვავილას პრეპარატები უმთავრესად გამოიყენება მეან-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში, მშობიარობისა და აბორტის შემდგომ პერიოდებში საშვილოსნოდან სისხლდენებისას, საშვილოსნოს სუბინვოლუციის, მენორაგიისა და მეტრორაგიის, პოლიპების, ენდომეტრიტის და ა. შ. სამკურნალოდ. ჭვაველას ალკალოიდები ახდენენ შაქრის დონის შემცირებას სისხლში, უფრო ძლიერად ბლოკავენ ადრენალინის ჰიპერგლიკემიურ მოქმედებას სხვა პრეპარატებთან შედარებით.
სხვადასხვა პუბლიკაციებში მითითებულია ალკალოიდების უნარზე, მოახდინოს პროლაქტინის გამოყოფის შევიწროება და სარძევე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების დამუხრუჭება.
ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნის ხალხური მედიცინა ჭვაველას იყენებდა საშვილოსნოს კიბოს სამკურნალოდ.
უკუჩვენებები: ადრე გლეხები ჭვავილას რქებს პურის დანამატად მიიჩნევდნენ, რაც დიდი შეცდომა იყო, ვინაიდან იგი გამოირჩევა ძლიერი შხამიანობით. ფქვილში მოხვედრილი იწვევს რთულ დაავადებას – ერგოტიზმს, რომლის თანმხლები მოვლენებია – ძლიერი კრუნჩხვები, განგრენა (თითების, ყურების გახევება), ფსიქიური აშლილობა, ლეტალური აღსასრული. მიუღებელია პრეპარატების გამოყენება ათეროსკლეროზის, მიოკარ¬ დიუმის ინფარქტის, ფეხმძიმობისა და სიბერის ასაკში (ბიძინაშვილი, 2016).