გარემოება (გრამატიკა)
(→ვითარების გარემოება) |
(→მიზეზის გარემოება) |
||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
==== მიზეზის გარემოება ==== | ==== მიზეზის გარემოება ==== | ||
| − | აღნიშნავს მოქმე�დების | + | აღნიშნავს მოქმედების გამომწვევ მიზეზს (მიუგებს კითხეებზე: რატომ? რის გამო? |
| + | რა მიზეზით?), გადმოიცემა მიზეზის ზმნიზედებით – „მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალია, მარად და მარად ტყდება ჩინარი“ (გ. ტაბიძე) და სახელებით ნათესაობით და მოქმმედებით ბრუნვებში. ნათესაობითში დასმული მიზეზის გარემოება თანდებულიანია: „გასროლა სიბნელის გამო არ შეიძლებოდა“ (ა. ყაზბეგი); „დედაბერს ტანჯვისაგან მთლად ჩანაოჭებული სახე უფრო ჩანაოჭებოდა“ | ||
| + | ([[არაგვისპირელი შიო|შ. არაგვისპირელი]]), მოქმედებით ბრუნვაში კი – | ||
| + | უთანდებულო: „სირცხვილით შინ როგორღა მივიდე მეურმე კაცი“ (ი. ჭაეჭავაძე). | ||
| + | |||
| + | მიზნის 12. გეიჩვეჩებს მოქმე�დების მიზანს (მიუგებს კითხვე�ბზე: რისთვის? რა მიზნით?). | ||
| + | მიზნის ბ-ის გადმოსაცემად გამო�ყენებულია მისნის ზმნიზედები: | ||
| + | „მე ჩანგური მისთვის მინდა, რომ | ||
| + | სიმართლეს ჰმსახურებდეს“ (ა. | ||
| + | წერ.) და ჩათ. და ვით. ბრუნვებში | ||
| + | დასმული სახელები ( სახელზმნე�ბითურთ). ნათ. ბრუნეაში მიზნის | ||
| + | ბ. თაჩდებულიანია: „კაცი ტან�ჯვისათვის არის გაჩენილი“ (ა. | ||
| + | ყა'სბ.), ევითარებითში – უთანდებუ�ლო: „გიორგი ტყეში ყოფილიყო | ||
| + | ჭიგოს საჭრელად“ (ი. ჭავჭ.). მყო�ფადის მიმღეობის ეით. ბრუნვა წი�ჩადადებაში, ჩეეულებრიე, მისნის | ||
| + | ბ-აა: „იქ ყვავილები გაშლილა | ||
| + | ჩემს საზრდოდ, საწუწნელა�და“ (ა. წერ.). ძე. ქართულში ამა�ვე ფუნქციით გვხვდებოდა მასდა- რის ვით. ბრუჩვაც: „დაჯდა წერად | ||
| + | ანდერძისად“ (შოთა რუსთ). | ||
01:35, 30 ნოემბერი 2023-ის ვერსია
გარემოება – წინადადების არამთავარი წევრი, რომელიც აღნიშნავს, თუ რა ვითარებაში ხდება მოქმედება. გარემოება არის ადგილის, დროის, ვითარების, მიზეზისა და მიზნის. იგი გადმოიცემა ზმნისზედითა და ირიბ ბრუნვაში დასმული სახელებით, თანდებულებით ან უთანდებულოდ.
სარჩევი |
ადგილის გარემოება
აღნიშნავს მოქმედების ადგილს ან მიმართულებას (მიუგებს კითხვებზე: სად? საიდან? საითკენ? სადამდის?). ადგილის ზმნიზედა წინადადებაში ყოველთეის ადგილის გარემოებაა (მიდის შინ, ზევით, მაღლა…). არსებითი სახელი ადგილის გარემოებად გვხვდება ირიბ ბრუნვებში: მიცემითში, ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში უთანდებულოდ (იშეიათად) ან თანდებულებით (ზის ბაღში, ტახტზე, კედელთან…, მიდის ტყისკენ; „მთიდან დაეშვა ღამე“ (გ. ტაბიძე); „კიტრი უბიდამ გამცვივდა“ (დ. გურამიშვილი); „ღობემდისაც ვერ მიგყვეს შენი დამშეული სული“ (დ. კლდიაშვილი).
დროის გარემოება
აღნიშნავს მოქმედების დროს (მიუგებს კითხვებზე: როდის? რა დროიდან? რა დრომდის? რამდენ სანს?). დროის ზმნიზედა წინადადებაში ყოველთვის დროის გარემოებაა: „ჯერ ასეთი გაზაფხული არ დამდგარა ჩვენთვის, ძმებო“ (ი. გრიშაშვილი), „ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარი" (ხალხ.). დროის გარემოებად გეხვდება არსებითი სახელიც: მიცემითში – „დღეს მერცხალი შემოფრინდა“ (ა. წერეთელი), „ალიონზე ფრთხილად ავდექი“ (ნ. დუმბაძე); ნათესაობითში – „ნახევარი საათის შემდეგ დაბლა ეგდო გაშოტილი“ (ვაჟა-ფშაველა), „გაღვიძებისთანავე ირგვლივ გაცეცებით მიმოიხედა“ (რ. ვეტ.); მოქმედებითი – „ღამით ქარი ქროდა; „ზაალი ზამთრობით ქალაქში ცხოვრობდა“ (მ. ჯავახიშვილი), „თეოფილე სიყრმიდანვე გარჯაში იყო“ (რ. გვეტაძე); ვითარებითში „სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?" (შოთა რუსთაველი).
ვითარების გარემოება
გამოხატავს მოქმედების თვისებრივ ხასიათს, ხარისხს, ზომას, ჯერობას (მიუგებს კითხეებზე: როგორ? რანაირად? რამდენად? რამდენჯერ?). ეითარების გარემოება გადმოიცემა ვითარების ზმნიზედებით – „წამოვიდა უცებ სეტყვა“, „ელისბარს ძალიან უყვარდა ნადირობა“ (ვაჟა-ფშაველა) და სახელებით. სახელი ვითარების გარემოებად გვხვდება სახელობითში, მიცემითში, ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში. -ვით თანდებულიანი სახელი სახელობითსა და მიცემითში ვითარების გარემოება: „ვეფხვის ჭრელი პერანგივით გაიშალა ქართლის ველი“ (გ. ლეონიძე); „გაღმა ჩანს ქისტის სოფელი არწივის ბუდესავითა" (ვაჟა-ფშავეკა). მიცემით და ნათესაობით ბრუნვებში ვითარების გარემოება ყოველთვის თანდებულიანია: „ჩემს ნებაზედა დავფრენო“ (ა. წერეთელი); „ფრიალოსაებრ ჩამოთლილი აქვს იმ წმინდანთ სადგურს ყინულის ზღუდე“ (ი. ჭავჭავაძე), მოქმედებითსა და ვითარებითში კი – უთანდებულო: „მისი ლექსი შვებით, ლხენით ხან მეჯლისში შეფრინდება“; „ძმაო, რა ტკბილად, რა უდარდელად ჩემი დღეები იქ მიდიოდნენ“ (ი. ჭავჭავაძე). ზედსართავი სახელის ვითარებითის ფორმა წინადადებაში, ჩვეულებრივ, ვითარების გარემოებაა. ვითარების გარემოებათა ჯგუფში აერთიანებენ აგრეთვე ზომა-ოდენობისა და ჯერობის ზმნისართებით გადმოცემულ გარემოებასაც: „შენ ერთხელ იტყვი, „მითხარო“, მე ასჯერ გითხრობ „ვერასა“ (შოთა რუსთაველი); „მოხუცის მახვილს შვილისთეის გული ორად გაეპო“ (ა. ყაზბეგი). ვითარების გარემოებად მიიჩნევენ პარონომაზიული წყვილის მოქმედებით ბრუნვაში დასმულ სახელსაც: „ხმელი წიფელი ამოიკვნესებს ღრმა კვნესით“ (ვაჟა-ფშაველა).
მიზეზის გარემოება
აღნიშნავს მოქმედების გამომწვევ მიზეზს (მიუგებს კითხეებზე: რატომ? რის გამო? რა მიზეზით?), გადმოიცემა მიზეზის ზმნიზედებით – „მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალია, მარად და მარად ტყდება ჩინარი“ (გ. ტაბიძე) და სახელებით ნათესაობით და მოქმმედებით ბრუნვებში. ნათესაობითში დასმული მიზეზის გარემოება თანდებულიანია: „გასროლა სიბნელის გამო არ შეიძლებოდა“ (ა. ყაზბეგი); „დედაბერს ტანჯვისაგან მთლად ჩანაოჭებული სახე უფრო ჩანაოჭებოდა“ (შ. არაგვისპირელი), მოქმედებით ბრუნვაში კი – უთანდებულო: „სირცხვილით შინ როგორღა მივიდე მეურმე კაცი“ (ი. ჭაეჭავაძე).
მიზნის 12. გეიჩვეჩებს მოქმე�დების მიზანს (მიუგებს კითხვე�ბზე: რისთვის? რა მიზნით?). მიზნის ბ-ის გადმოსაცემად გამო�ყენებულია მისნის ზმნიზედები: „მე ჩანგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს ჰმსახურებდეს“ (ა. წერ.) და ჩათ. და ვით. ბრუნვებში დასმული სახელები ( სახელზმნე�ბითურთ). ნათ. ბრუნეაში მიზნის ბ. თაჩდებულიანია: „კაცი ტან�ჯვისათვის არის გაჩენილი“ (ა. ყა'სბ.), ევითარებითში – უთანდებუ�ლო: „გიორგი ტყეში ყოფილიყო ჭიგოს საჭრელად“ (ი. ჭავჭ.). მყო�ფადის მიმღეობის ეით. ბრუნვა წი�ჩადადებაში, ჩეეულებრიე, მისნის ბ-აა: „იქ ყვავილები გაშლილა ჩემს საზრდოდ, საწუწნელა�და“ (ა. წერ.). ძე. ქართულში ამა�ვე ფუნქციით გვხვდებოდა მასდა- რის ვით. ბრუჩვაც: „დაჯდა წერად ანდერძისად“ (შოთა რუსთ).