ლექსიკოგრაფია
(ახალი გვერდი: '''ლექსიკოგრაფია''' – (''ბერინ''. < lexikos – სიტყვისა და grapos – ვწერ), ენათმ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ლექსიკოგრაფია''' – (''ბერინ''. < lexikos – სიტყვისა და grapos – ვწერ), ენათმეცნიერების დარგი, რომელიც ამუშავებს ლექსიკონის შედგენის თეორიულ და პრაქტიკულ პრინციპებს. | '''ლექსიკოგრაფია''' – (''ბერინ''. < lexikos – სიტყვისა და grapos – ვწერ), ენათმეცნიერების დარგი, რომელიც ამუშავებს ლექსიკონის შედგენის თეორიულ და პრაქტიკულ პრინციპებს. | ||
| − | პრაქტიკული ლექსიკოგრაფიის განვითარებაში სამი ძირითადი პერიოდია გამოყოფილი: ა) ლექსიკონებამდელი პერიოდი, როდესაც განმარტავდნენ ცალკეულ ძნელად გასაგებ სიტყვებს, ადგენდნენ ე. წ. გლოსებს, გლოსარიუმებს, ვოკაბულარებს (სასწავლო დანიშნულების კრებულებს)…; ბ) ადრელექსიკოგრაფიული | + | პრაქტიკული ლექსიკოგრაფიის განვითარებაში სამი ძირითადი პერიოდია გამოყოფილი: ა) ლექსიკონებამდელი პერიოდი, როდესაც განმარტავდნენ ცალკეულ ძნელად გასაგებ სიტყვებს, ადგენდნენ ე. წ. გლოსებს, გლოსარიუმებს, ვოკაბულარებს (სასწავლო დანიშნულების კრებულებს)…; ბ) ადრელექსიკოგრაფიული პერიოდი: სასაუბრო [[ენა (მეტყველება)|ენისაგან]] განსხვავებით, სალიტერატურო ენის ლექსიკისა და შესიტყვებების შესწავლა, მოგვიანებით – პასიური ტიპის თარგმნითი ლექსიკონები, როცა სხვა ენის ლექსიკა განიმარტებოდა |
| − | მშობლიური ენით, შემდეგ – აქტიური ტიპის თარგმნითი ლექსიკონები, რომლებიც ეყრდნობოდა ცოცხალ ხალხურ მეტყველებას (მაგ., ფრანგულ-ლათინური, ინგლისურ-ლათინური ლექსიკონები) და, აგრეთეე, ცოცხალი ენების ორენოვანი ლექსიკონები; გ) განვითარებული ლექსიკოგრაფიის პერიოდი – ნაციონალური ლიტერატურული ენების განვითარების ნაყოფი, რომლის ძირითადი ფუნქციაა ენის ლექსიკური ფონდის აღწერა და ნორმალიზაცია, საზოგადოების ენობრივი კულტურის ამაღლება (განმარტებითი, ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ორთოგრაფიული ლექსიკონი, სინონიმთა ლექსიკონი, გრამატიკული, [[იდეოგრაფიული ლექსიკონი]], [[ინვერსიული ლექსიკონი]]). | + | მშობლიური ენით, შემდეგ – აქტიური ტიპის [[თარგმნითი ლექსიკონი|თარგმნითი ლექსიკონები]], რომლებიც ეყრდნობოდა ცოცხალ ხალხურ მეტყველებას (მაგ., ფრანგულ-ლათინური, ინგლისურ-ლათინური ლექსიკონები) და, აგრეთეე, ცოცხალი ენების ორენოვანი ლექსიკონები; გ) განვითარებული ლექსიკოგრაფიის პერიოდი – ნაციონალური ლიტერატურული ენების განვითარების ნაყოფი, რომლის ძირითადი ფუნქციაა ენის ლექსიკური ფონდის აღწერა და ნორმალიზაცია, საზოგადოების ენობრივი კულტურის ამაღლება (განმარტებითი, ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ორთოგრაფიული ლექსიკონი, სინონიმთა ლექსიკონი, გრამატიკული, [[იდეოგრაფიული ლექსიკონი]], [[ინვერსიული ლექსიკონი]]). |
| − | ლექსიკოგრაფია აღრიცხავს და ადგენს ლექსიკონთა ტიპებს, აყალიბებს ცალკეულ სახეობათა შედგენის პრინციებს. ლექსიკოგრაფიის პრაქტიკული ფუნქციაა ლექსიკურ ერთეულთა | + | ლექსიკოგრაფია აღრიცხავს და ადგენს ლექსიკონთა ტიპებს, აყალიბებს ცალკეულ სახეობათა შედგენის პრინციებს. ლექსიკოგრაფიის პრაქტიკული ფუნქციაა ლექსიკურ ერთეულთა თავმოყრა და სისტემატიზაცია, სიტყვათა რაოდენობის განსაზღვრა, სალექსიკონო ფორმის შერჩევა (სათანადო ენის გრამატიკული წყობის გათვალისწინებით), სალექსიკონო სტატიის პრინციპების დადგენა – სიტყვათა ანბანურად თუ ბუდობრივად გაწყობა, განმარტებათა სახეობების გამომუშავება, მნიშვნელობათა და ნიუანსურ სხვაობათა, მეტაფორულ და ფიგურალურ ხმარებათა გათვალისწინება, სადოკუმენტაციო ფონდის შერჩევა და სხვ. |
თანამედროვე ლექსიკოგრაფიის თეორიის მახასიათებლებად მიიჩნევენ: ა) ლექსიკის სისტემურობას, ლექსიკონებში სიტყვის ლექსიკურ-სემანტიკური სტრუქტურის გათვალისწინებას სხვა სიტყვებთან მიმართებით; ბ) აღმნიშვნელისა და აღსანიშნის მიმართებათა ცვალებადობას (მნიშვნელობის ცვლა მეტყველებაში და მისთ.; გ) ენის | თანამედროვე ლექსიკოგრაფიის თეორიის მახასიათებლებად მიიჩნევენ: ა) ლექსიკის სისტემურობას, ლექსიკონებში სიტყვის ლექსიკურ-სემანტიკური სტრუქტურის გათვალისწინებას სხვა სიტყვებთან მიმართებით; ბ) აღმნიშვნელისა და აღსანიშნის მიმართებათა ცვალებადობას (მნიშვნელობის ცვლა მეტყველებაში და მისთ.; გ) ენის | ||
[[გრამატიკა]]სა და სინტაქსთან, მორფოლოგიასა და ფონეტიკასთან, განსაკუთრებით კი ლექსიკოლოგიასთან ლექსიკოგრაფიის მჭიდრო კავშირის აღიარებას. | [[გრამატიკა]]სა და სინტაქსთან, მორფოლოგიასა და ფონეტიკასთან, განსაკუთრებით კი ლექსიკოლოგიასთან ლექსიკოგრაფიის მჭიდრო კავშირის აღიარებას. | ||
| − | თანამედროვე ლექსიკოგრაფიის დამსახურებაა მის მიერ ლექსიკონების დიდი სოციალური მნიშვნელობის | + | თანამედროვე ლექსიკოგრაფიის დამსახურებაა მის მიერ ლექსიკონების დიდი სოციალური მნიშვნელობის აღიარება, ხაზგასმა იმისა, რომ ეპოქის მიღწევები თავს იყრის ლექსიკონებში. |
| − | + | ||
| − | + | [[საქართველო]]ში ლექსიკოგრაფიული მუშაობის დიდი ტრადიცია არსებობს: [[განმარტებითი ლექსიკონი]], [[დიალექტური ლექსიკონი]], [[თარგმნითი ლექსიკონი]], [[იდეოგრაფიული ლექსიკონი]], [[ინვერსიული ლექსიკონი]], [[ისტორიული ლექსიკონი]], სიმფონია, სინონიმთა ლექსიკონი, სპეციალური ლექსიკონი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. გარდა ამისა, მონოგრაფიულადაა შესწავლილი ცალკეულ მწერალთა ლექსიკონები. გამოცემულია [[ვაჟა-ფშაველა]]ს (ა. ჭინჭარაული), [[ილია ჭავჭავაძე|ილია]]ს, [[აკაკი წერეთელი|აკაკი]]სა და [[გალაკტიონ ტაბიძე|გალაკტიონ]]ის (თ. სანიკიძე) ლექსიკონები. | |
''ბ. ფოჩხუა'' <br /> | ''ბ. ფოჩხუა'' <br /> | ||
| ხაზი 19: | ხაზი 18: | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
| − | სიტყვა-სტატიის აგებულებისა და ლექსიკონით სარგებლიბის შესახებ. – ქეგლ, ტ. I. თბ. 1950; | + | * სიტყვა-სტატიის აგებულებისა და ლექსიკონით სარგებლიბის შესახებ. – ქეგლ, ტ. I. თბ. 1950; |
| − | ფოჩხუა ბ. ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბ., 1974; | + | * ფოჩხუა ბ. ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბ., 1974; |
| − | ღლონტი ა. ქართული ლექსიკოგრაფიის საკითხები, თბ., 1983; | + | * ღლონტი ა. ქართული ლექსიკოგრაფიის საკითხები, თბ., 1983; |
| − | შამელაშვილი რ. თანამედროეე ქართული ენის ლექსიკა, წგნ. 1–3. თბ., 1972-79; | + | * შამელაშვილი რ. თანამედროეე ქართული ენის ლექსიკა, წგნ. 1–3. თბ., 1972-79; |
| − | სილაგაძე ჯ. ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკური სინონიმიკის საკითხუბი, თბ | + | * სილაგაძე ჯ. ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკური სინონიმიკის საკითხუბი, თბ. 1981; |
| − | მირიანაშვილი ნ., ფერთა აღმნიშენელი ლექსიკა ქართულსა და რუსულ ენებში, თბ | + | * მირიანაშვილი ნ., ფერთა აღმნიშენელი ლექსიკა ქართულსა და რუსულ ენებში, თბ. 1986. |
==წყარო== | ==წყარო== | ||
16:44, 12 დეკემბერი 2023-ის ვერსია
ლექსიკოგრაფია – (ბერინ. < lexikos – სიტყვისა და grapos – ვწერ), ენათმეცნიერების დარგი, რომელიც ამუშავებს ლექსიკონის შედგენის თეორიულ და პრაქტიკულ პრინციპებს.
პრაქტიკული ლექსიკოგრაფიის განვითარებაში სამი ძირითადი პერიოდია გამოყოფილი: ა) ლექსიკონებამდელი პერიოდი, როდესაც განმარტავდნენ ცალკეულ ძნელად გასაგებ სიტყვებს, ადგენდნენ ე. წ. გლოსებს, გლოსარიუმებს, ვოკაბულარებს (სასწავლო დანიშნულების კრებულებს)…; ბ) ადრელექსიკოგრაფიული პერიოდი: სასაუბრო ენისაგან განსხვავებით, სალიტერატურო ენის ლექსიკისა და შესიტყვებების შესწავლა, მოგვიანებით – პასიური ტიპის თარგმნითი ლექსიკონები, როცა სხვა ენის ლექსიკა განიმარტებოდა მშობლიური ენით, შემდეგ – აქტიური ტიპის თარგმნითი ლექსიკონები, რომლებიც ეყრდნობოდა ცოცხალ ხალხურ მეტყველებას (მაგ., ფრანგულ-ლათინური, ინგლისურ-ლათინური ლექსიკონები) და, აგრეთეე, ცოცხალი ენების ორენოვანი ლექსიკონები; გ) განვითარებული ლექსიკოგრაფიის პერიოდი – ნაციონალური ლიტერატურული ენების განვითარების ნაყოფი, რომლის ძირითადი ფუნქციაა ენის ლექსიკური ფონდის აღწერა და ნორმალიზაცია, საზოგადოების ენობრივი კულტურის ამაღლება (განმარტებითი, ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ორთოგრაფიული ლექსიკონი, სინონიმთა ლექსიკონი, გრამატიკული, იდეოგრაფიული ლექსიკონი, ინვერსიული ლექსიკონი).
ლექსიკოგრაფია აღრიცხავს და ადგენს ლექსიკონთა ტიპებს, აყალიბებს ცალკეულ სახეობათა შედგენის პრინციებს. ლექსიკოგრაფიის პრაქტიკული ფუნქციაა ლექსიკურ ერთეულთა თავმოყრა და სისტემატიზაცია, სიტყვათა რაოდენობის განსაზღვრა, სალექსიკონო ფორმის შერჩევა (სათანადო ენის გრამატიკული წყობის გათვალისწინებით), სალექსიკონო სტატიის პრინციპების დადგენა – სიტყვათა ანბანურად თუ ბუდობრივად გაწყობა, განმარტებათა სახეობების გამომუშავება, მნიშვნელობათა და ნიუანსურ სხვაობათა, მეტაფორულ და ფიგურალურ ხმარებათა გათვალისწინება, სადოკუმენტაციო ფონდის შერჩევა და სხვ.
თანამედროვე ლექსიკოგრაფიის თეორიის მახასიათებლებად მიიჩნევენ: ა) ლექსიკის სისტემურობას, ლექსიკონებში სიტყვის ლექსიკურ-სემანტიკური სტრუქტურის გათვალისწინებას სხვა სიტყვებთან მიმართებით; ბ) აღმნიშვნელისა და აღსანიშნის მიმართებათა ცვალებადობას (მნიშვნელობის ცვლა მეტყველებაში და მისთ.; გ) ენის გრამატიკასა და სინტაქსთან, მორფოლოგიასა და ფონეტიკასთან, განსაკუთრებით კი ლექსიკოლოგიასთან ლექსიკოგრაფიის მჭიდრო კავშირის აღიარებას.
თანამედროვე ლექსიკოგრაფიის დამსახურებაა მის მიერ ლექსიკონების დიდი სოციალური მნიშვნელობის აღიარება, ხაზგასმა იმისა, რომ ეპოქის მიღწევები თავს იყრის ლექსიკონებში.
საქართველოში ლექსიკოგრაფიული მუშაობის დიდი ტრადიცია არსებობს: განმარტებითი ლექსიკონი, დიალექტური ლექსიკონი, თარგმნითი ლექსიკონი, იდეოგრაფიული ლექსიკონი, ინვერსიული ლექსიკონი, ისტორიული ლექსიკონი, სიმფონია, სინონიმთა ლექსიკონი, სპეციალური ლექსიკონი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. გარდა ამისა, მონოგრაფიულადაა შესწავლილი ცალკეულ მწერალთა ლექსიკონები. გამოცემულია ვაჟა-ფშაველას (ა. ჭინჭარაული), ილიას, აკაკისა და გალაკტიონის (თ. სანიკიძე) ლექსიკონები.
ბ. ფოჩხუა
ა. ჭინჭარაული.
ლიტერატურა
- სიტყვა-სტატიის აგებულებისა და ლექსიკონით სარგებლიბის შესახებ. – ქეგლ, ტ. I. თბ. 1950;
- ფოჩხუა ბ. ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბ., 1974;
- ღლონტი ა. ქართული ლექსიკოგრაფიის საკითხები, თბ., 1983;
- შამელაშვილი რ. თანამედროეე ქართული ენის ლექსიკა, წგნ. 1–3. თბ., 1972-79;
- სილაგაძე ჯ. ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკური სინონიმიკის საკითხუბი, თბ. 1981;
- მირიანაშვილი ნ., ფერთა აღმნიშენელი ლექსიკა ქართულსა და რუსულ ენებში, თბ. 1986.