ენათმეცნიერება
(→ენათმეცნიერების სათავეებთან) |
|||
ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
ბერძნული გრამატიკის პრინციპები დაედო საფუძვლად ლათინური ენის ადრინდელ (ძვ.წ. II–ახ. წ.I სს.) გრამატიკებს (ელიუს სტილო, მარკ ტერენციუს ვარონი, მარკ ფაბიუს კეინტილიანი). ამავე პრინციპებს (გარკვეული ცვლილებებით) ეყრდნობიან გვიანდელი რომაელი გრამატიკოსებიც, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ დონატუსი (IV ს. და პრისციანუსი | ბერძნული გრამატიკის პრინციპები დაედო საფუძვლად ლათინური ენის ადრინდელ (ძვ.წ. II–ახ. წ.I სს.) გრამატიკებს (ელიუს სტილო, მარკ ტერენციუს ვარონი, მარკ ფაბიუს კეინტილიანი). ამავე პრინციპებს (გარკვეული ცვლილებებით) ეყრდნობიან გვიანდელი რომაელი გრამატიკოსებიც, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ დონატუსი (IV ს. და პრისციანუსი | ||
(VI ს). სწორედ მათი გრამატიკები გახდა ის ძირითადი წყარო, რომლითაც სარგებლობდნენ შუა საუკუნეების [[ევროპა]]ში, როდესაც ლათინური, როგორც [[რელიგია|რელიგიისა]] და მეცნიერების ენა, პრაქტიკული შესწავლისა და ფილოსოფიური რეფლექსიის ერთადერთ საგნად იქცა. | (VI ს). სწორედ მათი გრამატიკები გახდა ის ძირითადი წყარო, რომლითაც სარგებლობდნენ შუა საუკუნეების [[ევროპა]]ში, როდესაც ლათინური, როგორც [[რელიგია|რელიგიისა]] და მეცნიერების ენა, პრაქტიკული შესწავლისა და ფილოსოფიური რეფლექსიის ერთადერთ საგნად იქცა. | ||
+ | |||
+ | მაგრამ შუა საუკუნეები გრამატიკის მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით არ შეიძლება ერთგეაროვნად შეფასდეს. გვიან შუა საუკ-ში (XI-XII-იდან) ანტიკიკური ფილოსოფიის, განსაკუთრებით [[არისტოტელე]]ს დიდი გავლენით იწყება ლოგიკის აღმავლობა, რამაც [[თეოლოგია]]სა და ცოდნის ყველა სფეროში შეაღწია. თვალსაჩინოდ გამოიკვეთა ეს გავლენა გრამატიკაშიც (როგორც ეს ანსელმ კენტერბერიელის, ჟილბერტის, პიერ აბელარის ნაშრომებიდან ჩანს). ხდება გრამატიკის ლოგიზაცია, რეალურად ჩნდება ლოგიკის მხრიდან გრამატიკის „ჩაყლაპვის საფრთხე“ (ი. პინბორგი). მაგრამ ამ პერიოდშივე თავი იჩინა | ||
+ | საპირისპირო ტენდენციამაც. სამონასტრო და საუნივერსიტეტო სწავლების პრაქტიკაში, ტექსტის კომენტირებასთან დაკავშირებით, ჩნდება ახალი იდეები, იწყება პრისციანუსის კრიტიკა (უილიამ კონჩიელი). არის ცდები გრამატიკის დამოუკიდებლობის დაცვისა (პეტრე ჰელიელი), მაგრამ ამ სიახლეებს გრამატიკულ აზროვნებაზე რაიმე გავლენა არ მოუხდენია. ურყევი რჩებოდა ამ პერიოდისათვის გაბატონებული თვალსაზრისი, რომ ენის ლოგიკური არსი საერთოა ყველა ხალხისათვის (ენებს შორის განსხვავება მხოლოდ გარეგნულია). სწორედ | ||
+ | ამ იდეებმა დაუდო საფუძველი უნივერსალური გრამატიკების შექმნას. მაგრამ ენის ფილოსოფიის ფარგლებშიც კი ლინგვისტიკური კვლევის თვალსაზრისით მაინც გარკვეული წარმატებები იქნა მიღწეული (უპირატესად სინტაქსისა და სემანტიკის სფეროებში). | ||
+ | |||
+ | მდგომარეობა არსებითად შეიცვალა [[აღორძინება|აღორძინების]] პერიოდიდან | ||
+ | (XV საუკუნიდან ფაქტობრიეად XVII ს. დასასრულამდე), როდესაც ეპოქის მოთხოვნილებებმა, ისეეე როგორც მეცნიერებისა და ხელოვნების ყველა დარგში, ენათმეცნიერულიკვლევის წინაშეც ახალი ამოცანები დააყენა. ხალხთა შორის პოლიტიკური თუ რელიგიური კონტაქტების ზრდასთან ერთად იზრდებოდა ინტერესი სხვა, განსაკუთრებით ცოცხალი, ზოგ შემთხვევაში მანამდე უცნობი, ენების მიმართ. ლათინური გრამატიკების გვერდით იწერებოდა მათ ყალიბზე შექმნილი ნაციონალური გრამატიკები. ასე, XV-XVI სს-ში შეიქმნა ესპანური, ბრეტონული, ფრანგული, ინგლისური, უნგრული, ჩეხური, პოლონური, ბასკური, სლაური, ლიტვური და სხვა ენების გრამატიკები. მართალია, მათი ძირითადი | ||
+ | მიზანი, XVI ს. სლოვენი გრამატიკოსის ლავრენტი ზიზანის სიტვეებით, იყო სწორად მეტყველებისა და წერის შესწავლა, მაგრამ ახალ ენებთან ერთად ევროპელები ეცნობოდნენ ახალ გრამატიკულ ტრადიციებსაც (ეს განსაკუთრებით ითქმის არაბულ გრამატიკულ მოძღვრებაზე). გაფართოვდა კვლევის ჰორიზონტი, დაიწყო უნივერსალური ენებისა და ანბანური სისტემების, უნივერსალური გრამატიკების დამუშავება, მ. შ. შეიქმნა პორ-როიალის ზოგადი გრამატიკა, რომლის იდეების შეფასება მხოლოდ XX ს-ში მოხდა (ფ.დე სოსიური ნ. ხომსკი). მაგრამ მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულება სხვა გზით განვითარდა. |
00:39, 22 დეკემბერი 2023-ის ვერსია
ენათმეცნიერება, ლინგვისტიკა – მეცნიერება ადამიანის ენის შესახებ.
ენათმეცნიერება, ლინგეისტიკა, არის მეცნიერება ადამიანის ენის შესახებ. ენათმეცნიერებას აინტერესებს ყეელა ენა – ამჟამად თუ ოდესმე არსებული, ან მომავალში შესაძლებელი; განურჩევლად იმისა, ვინ ან რამდენი ადამიანი ლაპარაკობს ამა თუ იმ ენაზე – მაღალი ცივილიზაციის წარმომადგენელი თუ კულტურის განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი ათასობით, მილიონობით (მილიარდიც კი), თუ მხოლოდ რამდენიმე ათეული (რამდენიმე ინდივიდი). ენათმეცნიერების ობიექტია ადამიანის სამეტყველო მოქმედება თავისი მრავალფეროვანი გამოვლინებებით, ანუ ენათმეცნიერებას აინტერესებს ყეელაფერი ენის შესახებ. აქ შემოდის პრობლემათა ფართო წრე, მაგრამ, პირველ ყოვლისა, იგულისხმება პასუხი კითხვაზე – რა არის ენა?
ენის ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება არ არსებობს, რაც გამოწვეულია თვით ენის ბუნებით. ენა მრავალასპექტიანი, მრავალკომპონენტიანი, სტრუქტურულად ურთულესი მოვლენაა. იგი ერთსა და იმავე დროს წარმოგვიდგება როგორც ფსიქიკური და ფიზიკური, სოციალური და ინდივიდღუალური, დროის ყოველი მონაკვეთისათვის ჩამოყალიბებული სისტემა და მუდმივ ცვეალებადობაში მყოფი მოვლენა, სემიოტიკური ბუნების მქონე და, ამასთანავე, ბიოლოგიურად განპირობებული წარმონაქმნი და ა.შ. ენა გვევლინება ამ ჰეტეროგენიული კომპონენტების ერთიანობად, რომელთაგან თითოეული აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი ენის დასახასიათებლად. ენის შემადგენლობაში ისინი მოქმედებენ ერთდროულად, ერთმანეთთან ურთიერთკავშირში ღა ამით განაპირობებენ თვით ენის არსებობას. ამიტომ ენის განსაზღვრა მათგან რომელიმე ერთის მიხედვით (რისი ნიმუშებიც ენათმეცნიერების ისტორიაში მრავლად არის) იქნება არასრულყოფილი და, ამდენად, არაადეკვატური, სანამ არ დადგინდება ენის არსი და ამით არ დამყარდება აღნიშნულ კომპონენტებს შორის „ბუნებრივი წესრიგი“ (ფ. დე სოსიური). ენათმეცნიერების ძირითადი ამოცანა არის ენის არსის დადგენა. ამ (და ენასთან დაკავშირებულ მრავალ სხვა) საკითხზე პასუხი დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, თუ ენის რომელი მხარეა აღებული კვლევის საგნად, არამედ იმაზეც, თუ რა მოთხოვნებს აყენებს ეპოქა ენათმეცნიერის კვლევის წინაშე, და როგორია ეპოქის კულტურულ-ინტელექტუალური დონე. ამის მიხედვით ენის შესახებ ცოდნა იცვლება, შესაბამისად იცვლება (ვიწროვდება ან ფართოვდება) ენათმეცნიერული კელევის ფარგლებიც. მაგრამ ძირითად პრობლემად ყოველთვის რჩება ენის არსის პრობლემა. ფაქტობრივად აქ იყრის თავს ენის შესწაელასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი: ენა და მეტყველება, ენა და აზროვნება, ენობრივი ფორმა და სუბსტანცია, ენა და საზოგადოება, ენა და ეთნოსი, ენა და კულტურა, ენის წარმოშობისა და განვითარების კანონზომიერებები, ენის სისტემურ-სტრუქტურული ორგანიზაცია, ენობრივი კომუნიკაცია და მრავალი სხვ.
ენათმეცნიერების სათავეებთან
ბუნებრივია, ენის შესწავლასთან დაკავშირებული მთელი ეს პრობლემატიკა ერთბაშად არ წარმოქმნილა. თანამედროვე ლინგვისტიკური დონის ჩამოყალიბებას წინ უძღოდა გამიზნული დაკვირვებებისა და ძიებების ხანგრძლივი, თითქმის სამათასწლოვანი, ტრადიციები. სწორი არ იქნება მათი შეფასება როგორც „არამეცნიერული“, ან თუნდაც „მეცნიერებამდელი“ კვლევისა (რაც უფრო ცალმხრივი შეფასების შედეგია). ეს ტრადიციები ისახებოდა და ვითარდებოდა სხვადასხვა დროს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში იქ არსებული კულტურული დონის საფუძველზე წამოჭრილი პრაქტიკული მოთხოვნების შესაბამისად. ცნობილია კვლევის ისტორიულად ჩამოყალიბებული შემდეგი კერები: ევროპული, ინდური, არაბული, ჩინური და იაპონური. გარკვეული ისტორიულ-გეოგრაფიული თუ სხვა ფაქტორების გამო მათ თანაბარი მონაწილეობა არ მიუღიათ უშუალოდ თანამედროვე ენათმეცნიერების ჩამოყალიბების პროცესში, მაგრამ ეს ფაქტი არ ამცირებს ამ ტრადიციების მნიშენელობას ლინგვისტიკური აზრის ისტორიისათვის. უფრო მეტიც, დასახული მიზნებითა და, რაც მთავარია, მიღწეული შედეგებით ეს იყო კვლევა, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია ენის გარკვეული ასპექტების შესწავლაში და ამით თავისი წელილი შეიტანა თანამედროვე ლინგვისტიკის თეორიულ-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ბაზის შექმნასა და მის გამდიდრებაში.
ლინგვისტიკა, როგოც მეცნიერების დამოუკიდებელი დარგი, რომელმაც თანდათანობით შეძლო ფართოდ მოეცვა ენის პრობლემები და გამხდარიყო არა რეგიონალური, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერება, ჩამოყალიბდა ევროპული ტრადიციების ბაზაზე. თავის მხრივ, ეს ტრადიციები სათავეს იღებს ანტიკურ მეცნიერებაში. ამან მნიშენელოვანწილად განსაზღვრა არა მხოლოდ ანტიკური გრამატიკიული მოძღვრების ხასიათი, არამედ საბოლოოდ ლინგვისტიკური აზრის განვითარება ევროპაში.
ანტიკური გრამატიკული მოძღვრება თავის დროზე ჩაისახა წმინდა ფილოლოგიური მიზნებით („ილიადასა“ და „ოდისეას“ ძველი, IX-VII სს. ტექსტების შესწავლა), მაგრამ ადრევე შეიძინა ფილოსოფიური შინაარსი (საკუთრივ გრამატიკა იმ ჰერიოდისათვის წარმოადგენდა ვიწრო „ხელოვნებას“, უშუალოდ წერა-კითხვის სწავლებასთან დაკავშირებულ პრაქტიკას და, ბუნებრივია, შეზღუდული იყო ამ პრაქტიკის ინტერესებით). ანტიკური მეცნიერების სინთეზურმა ხასიათმა განსაზღვრა ლინგეისტიკური კვლევის მიმართულებაც: იგი დაკაეშირებული აღმოჩნდა ზოგადფილოსოფიურ პრობლემატიკასთან და ძირითადად ამ პრობლემატიკის ფარგლებში ვითარდებოდა. ცნობილი კამათი, რომელიც მიმდინარეობდა ძვ. ბერძნულ, ფილოსოფიაში „ფიუსეისა“ და „თესეის“ მომხრეებს შორის სახელთა „სისწორეზე“ (არსებითად სახელდების პრინციპზე), ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა ენის საკითხების კვლევისათვის. მუშავდებოდა ბგერათა კლასიფიკაციები, ჩამოყალიბდა მოძღვრება მეტყველების ნაწილთა შესახებ, განიხილებოდა ზმნისა და სახელის კატეგორიები, ბრუნების სისტემა, სინტაქსის პრობლემები და სხვ. ფილოსოფიასთან კავშირი არ გაწყვეტილა ელინისტურ პერიოდშიც კი, როდესაც ალექსანდრიელმა გრამატიკოსებმა შექმნეს ფილოსოფიისაგან დამოუკიდებელი გრამატიკული მოძღვრება, რომელმაც დასრულებული სახე მიიღო დიონისე თრაკიელის „Τηχγη Υραμματικπ“-ში.
ბერძნული გრამატიკის პრინციპები დაედო საფუძვლად ლათინური ენის ადრინდელ (ძვ.წ. II–ახ. წ.I სს.) გრამატიკებს (ელიუს სტილო, მარკ ტერენციუს ვარონი, მარკ ფაბიუს კეინტილიანი). ამავე პრინციპებს (გარკვეული ცვლილებებით) ეყრდნობიან გვიანდელი რომაელი გრამატიკოსებიც, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ დონატუსი (IV ს. და პრისციანუსი (VI ს). სწორედ მათი გრამატიკები გახდა ის ძირითადი წყარო, რომლითაც სარგებლობდნენ შუა საუკუნეების ევროპაში, როდესაც ლათინური, როგორც რელიგიისა და მეცნიერების ენა, პრაქტიკული შესწავლისა და ფილოსოფიური რეფლექსიის ერთადერთ საგნად იქცა.
მაგრამ შუა საუკუნეები გრამატიკის მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით არ შეიძლება ერთგეაროვნად შეფასდეს. გვიან შუა საუკ-ში (XI-XII-იდან) ანტიკიკური ფილოსოფიის, განსაკუთრებით არისტოტელეს დიდი გავლენით იწყება ლოგიკის აღმავლობა, რამაც თეოლოგიასა და ცოდნის ყველა სფეროში შეაღწია. თვალსაჩინოდ გამოიკვეთა ეს გავლენა გრამატიკაშიც (როგორც ეს ანსელმ კენტერბერიელის, ჟილბერტის, პიერ აბელარის ნაშრომებიდან ჩანს). ხდება გრამატიკის ლოგიზაცია, რეალურად ჩნდება ლოგიკის მხრიდან გრამატიკის „ჩაყლაპვის საფრთხე“ (ი. პინბორგი). მაგრამ ამ პერიოდშივე თავი იჩინა საპირისპირო ტენდენციამაც. სამონასტრო და საუნივერსიტეტო სწავლების პრაქტიკაში, ტექსტის კომენტირებასთან დაკავშირებით, ჩნდება ახალი იდეები, იწყება პრისციანუსის კრიტიკა (უილიამ კონჩიელი). არის ცდები გრამატიკის დამოუკიდებლობის დაცვისა (პეტრე ჰელიელი), მაგრამ ამ სიახლეებს გრამატიკულ აზროვნებაზე რაიმე გავლენა არ მოუხდენია. ურყევი რჩებოდა ამ პერიოდისათვის გაბატონებული თვალსაზრისი, რომ ენის ლოგიკური არსი საერთოა ყველა ხალხისათვის (ენებს შორის განსხვავება მხოლოდ გარეგნულია). სწორედ ამ იდეებმა დაუდო საფუძველი უნივერსალური გრამატიკების შექმნას. მაგრამ ენის ფილოსოფიის ფარგლებშიც კი ლინგვისტიკური კვლევის თვალსაზრისით მაინც გარკვეული წარმატებები იქნა მიღწეული (უპირატესად სინტაქსისა და სემანტიკის სფეროებში).
მდგომარეობა არსებითად შეიცვალა აღორძინების პერიოდიდან (XV საუკუნიდან ფაქტობრიეად XVII ს. დასასრულამდე), როდესაც ეპოქის მოთხოვნილებებმა, ისეეე როგორც მეცნიერებისა და ხელოვნების ყველა დარგში, ენათმეცნიერულიკვლევის წინაშეც ახალი ამოცანები დააყენა. ხალხთა შორის პოლიტიკური თუ რელიგიური კონტაქტების ზრდასთან ერთად იზრდებოდა ინტერესი სხვა, განსაკუთრებით ცოცხალი, ზოგ შემთხვევაში მანამდე უცნობი, ენების მიმართ. ლათინური გრამატიკების გვერდით იწერებოდა მათ ყალიბზე შექმნილი ნაციონალური გრამატიკები. ასე, XV-XVI სს-ში შეიქმნა ესპანური, ბრეტონული, ფრანგული, ინგლისური, უნგრული, ჩეხური, პოლონური, ბასკური, სლაური, ლიტვური და სხვა ენების გრამატიკები. მართალია, მათი ძირითადი მიზანი, XVI ს. სლოვენი გრამატიკოსის ლავრენტი ზიზანის სიტვეებით, იყო სწორად მეტყველებისა და წერის შესწავლა, მაგრამ ახალ ენებთან ერთად ევროპელები ეცნობოდნენ ახალ გრამატიკულ ტრადიციებსაც (ეს განსაკუთრებით ითქმის არაბულ გრამატიკულ მოძღვრებაზე). გაფართოვდა კვლევის ჰორიზონტი, დაიწყო უნივერსალური ენებისა და ანბანური სისტემების, უნივერსალური გრამატიკების დამუშავება, მ. შ. შეიქმნა პორ-როიალის ზოგადი გრამატიკა, რომლის იდეების შეფასება მხოლოდ XX ს-ში მოხდა (ფ.დე სოსიური ნ. ხომსკი). მაგრამ მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულება სხვა გზით განვითარდა.