თოფურია ვარლამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 15: ხაზი 15:
  
 
ქართულ [[ეპიგრაფიკა]]ს ეძღვნება შრომები: „შიდა ქართლში დაცულ ზოგიერთ სიძველეთა წარწერები“ (1924), „ქვაჯ-ვარანი საქართეელოში'' (1942). ძველი ქართულის საკვანძო საკითხებს ეხება გამოკვლევები: „ზმნის უძველესი სუფიქსაციისათვის ქართულში” (1942), „დ თავსართიანი ზმნები ქართულში“  
 
ქართულ [[ეპიგრაფიკა]]ს ეძღვნება შრომები: „შიდა ქართლში დაცულ ზოგიერთ სიძველეთა წარწერები“ (1924), „ქვაჯ-ვარანი საქართეელოში'' (1942). ძველი ქართულის საკვანძო საკითხებს ეხება გამოკვლევები: „ზმნის უძველესი სუფიქსაციისათვის ქართულში” (1942), „დ თავსართიანი ზმნები ქართულში“  
(1942) და სხვ. სახელთა ბრუნება, ფუნქციები ტამოკე აეულია ნაშ�რომებში: „წოდებითი ბრუნვისათვის“ (1953), „ვითარებითი ბრუნვის დაბოლოებისათვის ქართულში“ (1942), „წრფელობითი ბრუნვისათვის ძველ ქართულში“ (1965)  
+
(1942) და სხვ. სახელთა ბრუნება, ფუნქციები ტამოკე აეულია ნაშრომებში: „წოდებითი ბრუნვისათვის“ (1953), „ვითარებითი ბრუნვის დაბოლოებისათვის ქართულში“ (1942), „წრფელობითი ბრუნვისათვის ძველ ქართულში“ (1965)  
და სხვ. გამოქვეყნდა თოფურიას თანამედროვე „ქართული ენა” 5 მონაკვეთად (1932–13),  „ქართული ენის გრამატიკის სადავო საკითხები“ (1967) და სხვ
+
და სხვ. გამოქვეყნდა თოფურიას თანამედროვე „ქართული ენა” 5 მონაკვეთად (1932–13),  „ქართული ენის გრამატიკის სადავო საკითხები“ (1967) და სხვ.
 +
 
 +
თოფურიამ საფუძველი ჩაუყარა ქართული ენის სწავლების მეცნიერულ მეთოდიკას: „ქართული წერის დედანი“ – დაწყებითი სკოლების მოსწავლეთათვის (I გამოც. 1933); წერილების სერია „მშობლიური ენის სწავლების საკითხები საშუალო სკოლაში“ (1953–60), ცალკე წიგნად – „ქართული ენა და მართლწერის ზოგიერთი საკითხი“ (1965, 1988. 2005). თოფურიას მიერაა შემუშავებული 7 ნორმა [[თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები (კრებული)|თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებში]] (1970).

01:50, 10 იანვარი 2024-ის ვერსია

ვარლამ თოფურია – (დ. 8 იანვარი 1901, სოფ. ონტოფო, აბაშის რ-ნი, – გ. 21 აგვისტო 1966, თბილისი), ენათმეცნიერი, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევარი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართვველოს მეცნიერების დამსახურებული მოღეაწე (1946), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1935).

დაამთავრა თსუ სიბრძნისმეტყველების ფაკუკტეტი საენათმეცნიერო განხრით (1922). სამეცნიერო-ჰედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თსუ-სა (1936-66) და საქართეველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1936–66). იყო ჯერ ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის (1936–41), შემდეგ ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების (1941-60) გამგე: ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (194I–43), დირექტორი (1943–49). 1945-იდან გარდაცვალებამდე განაგებდა მისი ინიციატივით დაარსებულ ახალი ქართული ენის კათედრას თსუ-ში. სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინნსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე (1933–33), თბილისის სამასწაელებლო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და ქართულო ენის კათედრის გამგე (1935–36), გორის სახელიმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე (1950-52), თოფურია ხელმძღვანელობდა ქართული ენის პრობლემების საკოორდინაციო სამეცნიერო საბჭოს, მონაწილეობდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი რესპუბლიკური კომისიის მეშაობასა (ერთხანს იყო კომისიის მდივანი) და მეცნიერული ტერმინოლოგიის შექმნა-დანერგვაში.

თოფურია იკელევდა ქართველურ და მთის იბერიული-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის, დიალექტოლოგიისა და ლექსიკოლოგიის, ეპიგრაფიკისა და ქართული ენის სწავლების აქტუალურ საკითხებს. მისი პირველი მეცნიერული ნაშრომია „სინტაქსური ანალოგიის ერთი შემთხვევა ქართულში დიალექტების მიხედეით“ (1923); ავტორია 250-მდე ნაშრომისა, ხოლო მისი რედაქციით გამოცემულია 70-მდე წიგნი.

თოფურია საქართეელოში ერთი პირველთაგანია, ვინც მთის იბერიულ-კავკასიურ ენებს სწავლობდა ადგილზე, საველე პირობებში. ასე შეიქმნა თოფურიას პირველხარისხოვანი შრომები ლაკური ენის ფონეტიკა-მორფოლოგიისა თუ სინტაქსის საკითხებზე. განსაკუთრებულია მისი როლი სვანური ენის მეცნ. შესწავლაში („სვანური ენა”. I. ზმნა. 1930). ა. შანიძესთან ერთად დააარსა სვანური ტექსტების გამოცემის სერია. გამოიცა „სვანური პოეზია”, I (1939): …სვანური პროზაული ტექსტები” 1. ბალსზემოური კილო (1939); 2. ბალისქვემოური კილო (1957): 3. ლენტესუერი კილო (1967): 4. ლაშხური კილო (1979), ამ სერიაში გამოქვეყნებული ტექსტების საგრძნობი ნაწილი თოფურიას მიერაა ჩაწერილი და სვანური ენის დოკუემენტაციას წარმოადგენს.

ქართული და ქართველურ ენათა ფონეტიკის საკვანძო საკითხებია განხილული თოფურიას შრომათა ციკლში - „ფონეტიკური დაკვირვებანი ქართველურ ენებში“ (5 ნაწილად. 1926–41); საგანგებო შრომათა სერია მიუძღვნა ქართველურ ენათა სიტყვაწარმოებას (6 ნაშრომი, 1938–59); ქართველურ ენათა ისტორიული შედარებითი შესწავლის საკითხებს: „ზოგიერთი ბრუნვის გენეზისისათვის მეგრულ-ჭანურში“ (1937). „რედუქციისათვის ქართველურ ენებში“ (1946), „ბრამატიკულ მოვლენათა ერთგვაროვანი პროცესი ქართველურ ენებში“ (1954), „ქართველურ ენათა შედარებითი ფონეტიკის ზოგიერთი საკითხი“ (1961) და სხვ.

თოფურია, 1922-იდან სწავლობდა ქართულ დიალექტებს; გამოსცა გამოკვლევა – „ქართველურ ენათა დიალექტების შესწავლის მდგომარეობა და ამოცანები" (1963). მისი ხელმიდვანელობითა და თანაავტორობით გამოქვეყნდა „ქართული დიალექტოლოგია“. I. (1961), რომელშიც დიალექტების მიმოხილვათა მეტი წილი თოფურიას ეკუთვნის.

ქართულ ეპიგრაფიკას ეძღვნება შრომები: „შიდა ქართლში დაცულ ზოგიერთ სიძველეთა წარწერები“ (1924), „ქვაჯ-ვარანი საქართეელოში (1942). ძველი ქართულის საკვანძო საკითხებს ეხება გამოკვლევები: „ზმნის უძველესი სუფიქსაციისათვის ქართულში” (1942), „დ თავსართიანი ზმნები ქართულში“ (1942) და სხვ. სახელთა ბრუნება, ფუნქციები ტამოკე აეულია ნაშრომებში: „წოდებითი ბრუნვისათვის“ (1953), „ვითარებითი ბრუნვის დაბოლოებისათვის ქართულში“ (1942), „წრფელობითი ბრუნვისათვის ძველ ქართულში“ (1965) და სხვ. გამოქვეყნდა თოფურიას თანამედროვე „ქართული ენა” 5 მონაკვეთად (1932–13), „ქართული ენის გრამატიკის სადავო საკითხები“ (1967) და სხვ.

თოფურიამ საფუძველი ჩაუყარა ქართული ენის სწავლების მეცნიერულ მეთოდიკას: „ქართული წერის დედანი“ – დაწყებითი სკოლების მოსწავლეთათვის (I გამოც. 1933); წერილების სერია „მშობლიური ენის სწავლების საკითხები საშუალო სკოლაში“ (1953–60), ცალკე წიგნად – „ქართული ენა და მართლწერის ზოგიერთი საკითხი“ (1965, 1988. 2005). თოფურიას მიერაა შემუშავებული 7 ნორმა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებში (1970).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები