პირდაპირი დამატება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 14: ხაზი 14:
 
[[კატეგორია:გრამატიკა]]
 
[[კატეგორია:გრამატიკა]]
 
[[კატეგორია:წინადადების წევრები]]
 
[[კატეგორია:წინადადების წევრები]]
 +
[[კატეგორია:ქართული ენა]]

მიმდინარე ცვლილება 23:35, 7 მაისი 2025 მდგომარეობით

პირდაპირი დამატება – პირმიმართი დამატება, რომელიც წინადადებაში ზმნის ობიექტური პირის ფარდი სახელითაა წარმოდგენილი.

პირდაპირი დამატება გამოხატავს პირს, რომელსაც ქვემდებარის მოქმედება ეხება უშუალოდ („კაცმა სახლი ააშენა“) ან სხვა პირის მეშვეობით („მეზობელმა კაცს სახლი ააშენებინა“). პირდაპირი დამატების კითხვებია: ვინ, რა, ვის, რას. პირდაპირი დამატება ბრუნვაცვალებადი ობიექტია.

პირდაპირი დამატება ახლავს მხოლოდ გარდამავალ ზმნა-შემასმენელს. ქართულში იგი ბრუნვაცვალებადია სერიების მიხედვით. მისი ბრუნვებია: მიცემითი – ზმნა-შემასმენლის I სერიის ფორმებთან და სახელობითი- II და III სერიის ფორმებთან („კაცი კლავს დათვს“. „კაცმა მოკლა დათვი”, „კაცს მოუკლავს დათვი“).

პირდაპირი დამატება წინადადების მთავარი წევრია: იგი იმისთვის ზმნა-შემასმენლისაგან ბრუნვაში და მართავს ზმნა-შემასმენელს პირში. ზმნურ ფორმაში პირდაპირი დამატება მ-ს რიგის აფიქსებით არის წარმოდგენილი I და II პირში („მან მე და-მ-ხატა“, „მან შენ და-გ-ხატა“). III პირში პირდაპირ დამატებას ნიშანი არა აქვს („მან ის და-ხატა).

კ. გაბუნია


[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები