მამია I გურიელი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გურიელი მამია I“ გადაიტანა გვერდზე „მამია I გურიელი“ გადამისამ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''მამია I გურიელი''' – [[ | + | '''მამია I გურიელი''' – [[გურიის სამთავრო|გურიის]] მთავარი 1512-34, გიორგი I გურიელის ძე, მხარს უჭერდა ქართლის მეფე დავით X-ს [[კახეთი]]ს შემოერთებისათვის. [[ქართლი]]ს გაძლიერება ეწინააღმდეგებოდა [[იმერეთი]]ს მეფის [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|ბაგრატ III]]-ისა და გურიელის ინტერესებს. ბაგრატ III-ის ხელშეწყობით 1520 მამია I გურიელმა ილაშქრა ქართლში და დაამარცხა დავით X, რომელიც იძულებული გახდა, [[ზავი]] დაედო კახეთის მეფე ლევანთან ეს ზავი ადასტურებდა [[საქართველო]]ს დაყოფას სამ თანასწორუფლებიან სამეფოდ. 1533 წლის იანვარში ბაგრატ III-ის ინიციატივით მამია I გურიელმა და მამია III დადიანმა [[ჯიქეთი|ჯიქეთში]] [[ლაშქრობა]] მოაწყვეს. პირველ [[ბრძოლა]]ში მთავრებმა გაიმარჯვეს, მაგრამ მეორე დღეს ოდიშის მთავარსა და მის [[ლაშქარი|ლაშქარს]] შორის უთანხმოების გამო დადიანის [[რაზმი (სამხედრო)|რაზმმა]] მიატოვა [[ბრძოლის ველი]]. ქართველები დამარცხდნენ. დაიღუპნენ გურიელის ვაჟი და მამია დადიანი, გურიელი და მისი ძმები ტყვედ ჩაბარდნენ. შემდეგში ისინი [[კათალიკოსი|კათალიკოსმა]] გამოისყიდა. |
01:10, 10 აგვისტო 2024-ის ვერსია
მამია I გურიელი – გურიის მთავარი 1512-34, გიორგი I გურიელის ძე, მხარს უჭერდა ქართლის მეფე დავით X-ს კახეთის შემოერთებისათვის. ქართლის გაძლიერება ეწინააღმდეგებოდა იმერეთის მეფის ბაგრატ III-ისა და გურიელის ინტერესებს. ბაგრატ III-ის ხელშეწყობით 1520 მამია I გურიელმა ილაშქრა ქართლში და დაამარცხა დავით X, რომელიც იძულებული გახდა, ზავი დაედო კახეთის მეფე ლევანთან ეს ზავი ადასტურებდა საქართველოს დაყოფას სამ თანასწორუფლებიან სამეფოდ. 1533 წლის იანვარში ბაგრატ III-ის ინიციატივით მამია I გურიელმა და მამია III დადიანმა ჯიქეთში ლაშქრობა მოაწყვეს. პირველ ბრძოლაში მთავრებმა გაიმარჯვეს, მაგრამ მეორე დღეს ოდიშის მთავარსა და მის ლაშქარს შორის უთანხმოების გამო დადიანის რაზმმა მიატოვა ბრძოლის ველი. ქართველები დამარცხდნენ. დაიღუპნენ გურიელის ვაჟი და მამია დადიანი, გურიელი და მისი ძმები ტყვედ ჩაბარდნენ. შემდეგში ისინი კათალიკოსმა გამოისყიდა.
ლიტერატურა
საქართველოს ისტორიის სარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.