მამია I გურიელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მამია I გურიელიგურიის მთავარი 1512-34, გიორგი I გურიელის ძე, მხარს უჭერდა ქართლის მეფე დავით X-ს კახეთის შემოერთებისათვის. ქართლის გაძლიერება ეწინააღმდეგებოდა იმერეთის მეფის ბაგრატ III-ისა და გურიელის ინტერესებს. ბაგრატ III-ის ხელშეწყობით 1520 მამია I გურიელმა ილაშქრა ქართლში და დაამარცხა დავით X, რომელიც იძულებული გახდა, ზავი დაედო კახეთის მეფე ლევანთან ეს ზავი ადასტურებდა საქართველოს დაყოფას სამ თანასწორუფლებიან სამეფოდ. 1533 წლის იანვარში ბაგრატ III-ის ინიციატივით მამია I გურიელმა და მამია III დადიანმა ჯიქეთში ლაშქრობა მოაწყვეს. პირველ ბრძოლაში მთავრებმა გაიმარჯვეს, მაგრამ მეორე დღეს ოდიშის მთავარსა და მის ლაშქარს შორის უთანხმოების გამო დადიანის რაზმმა მიატოვა ბრძოლის ველი. ქართველები დამარცხდნენ. დაიღუპნენ გურიელის ვაჟი და მამია დადიანი, გურიელი და მისი ძმები ტყვედ ჩაბარდნენ. შემდეგში ისინი კათალიკოსმა გამოისყიდა.


ლიტერატურა

საქართველოს ისტორიის სარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები