დადიანი მამია (III)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მამია (III) დადიანი – სამეგრელოს ერისთავი 1512-3133, ლიპარიტ II დადიანის ძე. 1513 იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის თაოსნობით მამია (III) დადიანმა გურიის ერისთავ მამია I გურიელთან ერთად ზღვით ჯიქეთში ილაშქრა, ქართველთა ჯარი დამარცხდა. მამია (III) დადიანი ჯიქებმა შეიპყრეს და მოკლეს.
წყაროები და ლიტერატურა
- ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა.–წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 4. თბ, 1973.
- მაკალათია ს. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ.1941.