ხევძმარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ხევძმარა'''– მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ [[თბ...)
 
ხაზი 3: ხაზი 3:
 
ხევძმარის ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ამჟამად თბილისის ერთ-ერთი საცხოვრებელი მასივი („ხევძმარის დასახლება“) შენდება, ხევძმარას ლელითა და ჭაობის მოყვარულ სხვა მცენარეებით ამწვანებული ხევი კი [[ბეტონი|ბეტონის]]ა და [[ასფალტი]]ს საფარის სამუდამო სარკოფაგში იგმანება. ხევძმარის ზემო წელი ჩვენი საუკუნის 70-80-იან წლებამდე სამხედრო ნაწილების სადგომი იყო, სადაც მცირე პოლიგონებიც იყო აშენებული. ამჟამად ეს ტერიტორიები თბილისის მერიის განკარგულებაშია გადასული.  
 
სახელწოდება ხევძმარა ორი სიტყვისაგან შედგენილი [[ტოპონიმი]]ა. მისი საზღვრული ფუძე ძმარ-ი [[ქართული დიალექტები|ქართულ დიალექტებში]] სიმლაშის აღსანიმნავ სიტყვად გვხვდებოდა. მთიულურში, მაგალითად, ყველის წათხ „მარილის ძმარი“ ეწოდება.” ასევეა ხევსურულშიც; აქაც ძმარი მლაშეს ნიშნავს,“ ანალოგიური ვითარებაა ზანურშიც. ჭანურ კილოში, მაგალითად, მარილი და ძმარი ერთიდაიმავე ჯუმ- სიტყვით  
+
სახელწოდება ხევძმარა ორი სიტყვისაგან შედგენილი [[ტოპონიმი]]ა. მისი საზღვრული ფუძე ძმარ-ი [[ქართული დიალექტები|ქართულ დიალექტებში]] სიმლაშის აღსანიშნავ სიტყვად გვხვდებოდა. მთიულურში, მაგალითად, ყველის წათხ „მარილის ძმარი“ ეწოდება.” ასევეა ხევსურულშიც; აქაც ძმარი მლაშეს ნიშნავს,“ ანალოგიური ვითარებაა ზანურშიც. ჭანურ კილოში, მაგალითად, მარილი და ძმარი ერთი და იმავე ჯუმ- სიტყვით აღინიშნება. მეგრულში მარილს ჯიმ-უ ეწოდება, ძმრის აღმნიშვნელი სიტყვა კი ქართულიდან შეუთვისებია. ქართული ძმ-არ-ი, მეგრ. ჯიმ-უ („მარილი“) ჭანური ჯიმ-უ („მარილი“), აგრეთვე ჯომ-ორ-ი („ძმა-რი“)! შინაარსობრივადაც და ფონეტიკურადაც სრულად ესიტყვებიან ერთიმეორეს.  
აღინიშნება. მეგრულში მარილს ჯიმ-უ ეწოდება, ძმრის აღმნიშვნელი სიტყვა კი ქართულიდან შეუთვისებია. ქართული ძმ-არ-ი, მეგრ. ჯიმ-უ („მარილი“) ჭანური ჯიმ-უ („მარილი“), აგრეთვე ჯომ-ორ-ი („ძმა-რი“)! შინაარსობრივადაც და ფონეტიკურადაც სრულად ესიტყვებიან ერთიმეორეს.  
+
  
მაშასადამე ხევძმარა (ისტორ. ჴევძმარა) ნიშნავს, „მლაშე წყლის ხევი“, „მლაშობი ადგილები“, „ვეძაწყლიანი ადგილები“.  
 
მაშასადამე ხევძმარა (ისტორ. ჴევძმარა) ნიშნავს, „მლაშე წყლის ხევი“, „მლაშობი ადგილები“, „ვეძაწყლიანი ადგილები“.  

07:30, 15 აპრილი 2024-ის ვერსია

ხევძმარამდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში. გამოსდის თბილისის ზღვას – მლაშე ტბების ქედის სამხრეთ კალთებს, გაჰკვეთს ღრმაღელეს და მტკვარს მიერთვის მარცხენა მხრიდან. ვახუშტი ბატონიშვილი საკმაო სიზუსტით აღწერს ამ რეგიონს: „ავჭალა არს მტკვრის კიდესა ზედა, სანადირო კეთილი. ამ ავჭალის ბოლოს არს ჴევძმარი, ჩამოვარდების მშრალი ჴევი ქვიტკირის ლილოდამ მტკვრამდე. და ესე არს საზღვარი აწინდელი ქართლ-კახეთისა. აქამდე უწოდებენ საგურამოს“…

ხევძმარის ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ამჟამად თბილისის ერთ-ერთი საცხოვრებელი მასივი („ხევძმარის დასახლება“) შენდება, ხევძმარას ლელითა და ჭაობის მოყვარულ სხვა მცენარეებით ამწვანებული ხევი კი ბეტონისა და ასფალტის საფარის სამუდამო სარკოფაგში იგმანება. ხევძმარის ზემო წელი ჩვენი საუკუნის 70-80-იან წლებამდე სამხედრო ნაწილების სადგომი იყო, სადაც მცირე პოლიგონებიც იყო აშენებული. ამჟამად ეს ტერიტორიები თბილისის მერიის განკარგულებაშია გადასული.

სახელწოდება ხევძმარა ორი სიტყვისაგან შედგენილი ტოპონიმია. მისი საზღვრული ფუძე ძმარ-ი ქართულ დიალექტებში სიმლაშის აღსანიშნავ სიტყვად გვხვდებოდა. მთიულურში, მაგალითად, ყველის წათხ „მარილის ძმარი“ ეწოდება.” ასევეა ხევსურულშიც; აქაც ძმარი მლაშეს ნიშნავს,“ ანალოგიური ვითარებაა ზანურშიც. ჭანურ კილოში, მაგალითად, მარილი და ძმარი ერთი და იმავე ჯუმ- სიტყვით აღინიშნება. მეგრულში მარილს ჯიმ-უ ეწოდება, ძმრის აღმნიშვნელი სიტყვა კი ქართულიდან შეუთვისებია. ქართული ძმ-არ-ი, მეგრ. ჯიმ-უ („მარილი“) ჭანური ჯიმ-უ („მარილი“), აგრეთვე ჯომ-ორ-ი („ძმა-რი“)! შინაარსობრივადაც და ფონეტიკურადაც სრულად ესიტყვებიან ერთიმეორეს.

მაშასადამე ხევძმარა (ისტორ. ჴევძმარა) ნიშნავს, „მლაშე წყლის ხევი“, „მლაშობი ადგილები“, „ვეძაწყლიანი ადგილები“.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები