ასფალტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუნებრივი ასფალტი – გილსონიტი
ცხელი სასაქონლო ასფალტი

ასფალტი − (ბერძ. Ásphalton < გვიანდ. ლათ. Asphaltum < ბერძ. asphaltos ასფალტი, ბიტუმი (არაბერძნული წყაროებიდან, შესაძლებელია სემიტურიდან), შავი ან რუხი ფერის სამთო მინერალური ფისი, რომლითაც ფარავენ გზების, ქუჩების, ტროტუარების, მოედნების ზედაპირს. წარმოადგენს ბიტუმის ნარევს (50-60% ბუნებრივ და 13-60% ხელოვნურ ასფალტში) მინერალურ ნივთიერებებთან (კირქვა, ქვიშნარი და სხვ.). გამოიყენება აგრეთვე ჰიდრო- და ელექტროსაიზოლაციო და სახურავის მასალებისათვის და სხვ. იხსნება სკიპიდარში, პეტროლეუმსა და ბენზინში. არსებობს ბუნებრივი და ხელოვნური წარმოშობის. ხშირად ასფალტს უწოდებენ ასფალტბეტონს – ხელოვნურ ქვის მასალას, რომელიც მიიღება ასფალტბეტონური ნარევის შემკვრივებით. ბუნებრივი ასფალტი შედგება ნავთობის მძიმე ფრაქციის ან მისი ნარჩენებისგან და გვხვდება ფენოვანი ძარღვიანი ბუდობის სახით იმ ადგილებში, სადაც ნავთობი ბუნებრივად ამოდის მიწის ზედაპირზე. ხელოვნური ასფალტი არსებობს სამგვარი: ცხელი, თბილი და ცივი. ცნობილია მოდიფიცირებული ასფალტი, რომელსაც უმატებენ ავტომობილის საბურავების გადამუშავებულ პროდუქტს. დღეისათვის ასფალტი შეუცვლელი მასალაა საავტომობილო გზების მოსაწყობად. მისი ზედაპირი თანაბარია და უხმაურო, ადვილად რემონტდება, ირეცხება და იგვება, აქვს საბურავებთან კარგი შეჭიდების უნარი, სწრაფად მყარდება, რაც საშუალებას იძლევა დაგებისთანავე გაეშვას ექსპლუატაციაში და სხვ.

ასფალტის სახეებია:

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები